ამ დატვირთვას ქალაქის ტრანსპორტი 1 კვირაზე მეტს ვერ გაუძლებს

  • რეზონანსი
  • 5 ივნისი 13:16, 2018 წელი

მეტროს მემანქანეების გაფიცვამ უკვე შექმნა სერიოზული პრობლემები დედაქალაქში გადაადგილების კუთხით.

სრული დატვირთვით და უფასოდ მუშაობს ავტობუსების პარკი, მაგრამ, დარგის სპეციალისტების აზრით, ისედაც მოძველებული ტრანსპორტი ამ დატვირთვას ერთ კვირაზე მეტს ვერ გაუძლებს. გარდა ამისა, ყვითელი ავტობუსებისა და "მარშრუტკების" მძღოლებსაც დაგროვილი აქვთ პრეტენზიები დამსაქმებელთა მიმართ და გაფიცვამ, შესაძლოა, ჯაჭვური ხასიათი მიიღოს.


"პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავას მიაჩნია, რომ მეტროს მემანქანეებთან მოლაპარაკება მყისიერად უნდა დაიწყოს, რადგან დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი 1 კვირაზე მეტი ხნით ამ დატვირთვით ვერ იმუშავებს.


"მეტრო მთავარი გადამყვანია ქალაქში ავტობუსებთან და სამარშრუტო ტაქსებთან ერთად. ძნელი იქნება მგზავრთა ამხელა ნაკადის მხოლოდ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებზე გადანაწილება", - აცხადებს კვაშილავა.

წყარო: რეზონანსი