უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

  • M2B
  • 1 ივნისი 17:22, 2018 წელი

1 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.4735 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.4664 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.71 თეთრი შეადგინა.
 

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8962 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8812 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.50 თეთრი შეადგინა.
 
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5360 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.2940 ლარი ეღირება.


დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 2 ივნისიდან  შევა ძალაში.

სრული ვერსიის ნახვა M2B