დღეიდან დაქორწინებულ წყვილებს „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემას აჩუქებენ

  • რეზონანსი
  • 31 მაისი 11:40, 2018 წელი

საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლისთავს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კიდევ ერთი ინიციატივით აღნიშნავს.

თეა წულუკიანის ინიციატივით, დღეიდან ყველა წყვილს, რომელიც ქორწინების სახლებში, საზეიმო რიტუალის ფარგლებში მოაწერს ხელს, საჩუქრად ,,ვეფხისტყაოსნის“ სპეციალური გამოცემა გადაეცემა. იუსტიციის მინისტრი პროექტის პრეზენტაციას იუსტიციის სახლში მდებარე ქორწინების სახლში გამართავს.

წყარო: რეზონანსი