სამუშაოზე ტრავმას უამრავი ადამიანი იღებს, მაგრამ არ ახმაურებს

  • რეზონანსი
  • 31 მაისი 11:20, 2018 წელი

სამუშაოს შესრულებისას დაშავებულთა შესახებ სტატისტიკაში ცდომილება დიდია.

სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ უამრავი ფაქტი საერთოდაც დაფარული რჩება, რადგან შემთხვევების დიდი ნაწილი არ ხმაურდება. დაზარალებული ადამიანები, ხან სამსახურის დაკარგვის შიშით, ხანაც ნაცნობ-მეგობრების ჩარევით, როგორც ეს წმინდა ქართული ურთიერთობებისთვისაა დამახასიათებელი, დუმილს არჩევენ.


ამგვარი ურთიერთობის დასტურია ერთი კვირის წინ ტყიბულში 2 მეშახტისდაშავების ფაქტი, რომელიც 1 კვირის წინ მოხდა, მაგრამ ამის შესახებ საზოგადოებამ  მხოლოდ გუშინ შეიტყო. 


მსგავსი ფაქტები როგორც გაერთიანებულ პროფკავშირებში განმარტავენ,  ძალიან ბევრი, რაც სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა შესახებ არსებულ სტატისტიკას ეჭვქვეშ აყენებს. 


პროფკავშირების სტატისტიკით, 2017 წელს, 41 ადამიანი დაიღუპა და 66 მძიმედ დაშავდა სამუშაოს შესრულების დროს. 


მათგან მშენებლობაზე მუშაობისას 17 გარდაიცვალა და 22 მძიმედ დაშავდა. გაცილებით დიდია სიკვდილიანობის შედეგები ტრავმის მიღების შემდეგ, რასაც ოფიციალური უწყებები აღარ აღრიცხავენ. 


270 დაღუპული და 776 დაშავებული 2011-2016 წლე4ბში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევების სტატისტიკა. აღნიშნულს გაზეთი "რეზონანსი' ავრცელებს. 


ფაქტია, რომ საწარმოო ინცინდენტების შედეგად ყოველწლიურად საქართველოში ათეულობით მუშა იღუპება და ასობით მათგანს ჯანმრთელობის პრობლემა ექმნება. 


"საქართველოს პროფკავშირების" შრომის დაცვის ინსპექტორი ნიკა კაკაშვილი აცხადებს, რომ ოფიციალური9 სტატისტიკისგან აშკარად განსხვავებულია რეალური მონაცემი, რაც სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა შესახებ შესაძლოა, არსებობდეს. მისივე თქმით, საკმაოდ ბევრი შემთხვევა იმალება. 

წყარო: რეზონანსი