სვანს უთხრეს: – პირი გაქ ღია. – ვიცი, მე გავაღე...

  • თბილისელები
  • 30 მაისი 23:43, 2018 წელი

გია ბეროშვილის ანეკდოტები:

ქალბატონს შვილიშვილი შეეძინა, გახარებულია, შევიდა ეკლესიაში, დაანთო სანთელი და ღმერთს შესთხოვს:
– ღმერთო ერთი 15 წელი მაინც მაცოცხლე, მეტი არ მინდა.
ღმერთმა ახედ-ჩახედა ქალს და ჩაილაპარაკა:
– 15 რა არის, ახალგაზრდა ქალი ხარ, 30- 40 წელი იცოცხლე.
ქალი იფიქრებს, ბებია კი ვარ, მაგრამ მინდა კარგად გამოვიყურებოდეო. წავა კლინიკაში და გაიკეთებს ტუჩებს, წარბებს, მკერდს გაიდიდებს... გამოვა და მანქანა დაარტყამს. ბოლო წუთებშია და ჩაილაპარაკებს:
– ღმერთო, რომ შემპირდი?
– კი შეგპირდი, ქალბატონო, მაგრამ რომ დაგინახე, ვეღარ გიცანი.


***
სვანეთში ტურისტების ჯგუფია ჩასული. გასძახა რუსმა მთებს:
– ია წებია ლუბლიუ!
ექო: ლუბლიუუ... უბლიუუ... უბლიუუუ..
გასძახა ამერიკელმა:
– აი ლავ იუუუ!
ექო: ლავ იუ... ლავ იუ... იუუ...
გასძახა ჩინელმა:
– სუნ ჩინ ჯენ სან!
ექო: რაიო... რაიო... რაიოოო?


***
სვანს უთხრეს:
– პირი გაქ ღია.
– ვიცი, მე გავაღე.


***
ხატვის მასწავლებელმა გაკვეთილზე შიშველი ქალის სკულპტურა შეიტანა და მოსწავლეებს ეკითხება:
– ბავშვებო, რა მოგწონთ ამ სკულპტურაში?
– მკერდი, – პასუხობს მიხო.
– გაეთრიე გარეთ!
– შენ, მიტო?
– გავდივარ, გავდივარ...


***
– შენი შვილი რა სწრაფად იზრდება, განსაკუთრებულ რამეს აჭმევ?
– არა, უბრალოდ, სამ თვეში ერთხელ, კომპიუტერის მონიტორს 5 სანტიმეტრით მაღლა ვწევ.


***
ივანიშვილი დაიჭერს ოქროს თევზს და თევზი სურვილს ჩაიფიქრებს.


***
ჭიჭიკია ღამის კლუბიდან „ააგდებს“ მაგარ ნაშას, გაუვლის ძმაკაცს და ეტყვის:
– ჰა... ერთად მოვაწყოთ ორგია, არ გინდა?
მოკლედ, შევლენ საძინებელში, ჩააქრობენ შუქს და წავა მთელი ამბები.
ერთ საათში ჭიჭიკია აანთებს შუქს. ძმაკაცი ეკითება:
– რას შობა, ბიჯო?
– რას ვშობი და... სიმონ, პატარა ჩამოვყალიბდეთ, თვარა, უკვე მესამედ მიხმარე!


***
– მიხო, გავიგე სიდედრთან უთანხმოება გქონია.
– კი, მასეა, აგრარულ საკითხებზე ვერ ვთანხმდებით.
– ეგ როგორ?
– იმას უნდა, მე ჩამდოს მიწაში, მე – პირიქით.


***
სვანი ფენს შარვალს, გადაუვარდება აივნიდან, ოფლი დაასხამს და იტყვის:
– აი, ბედი რომ მაქვს – კიდე კაი, ზედ არ მეცვა.


***
მიხო ეუბნება შაქროს:
– მივხვდი ჯოუ, სიყვარული ჩასვრასა გავს.
– ეგ როგორ, კაცო, სად ჩასვრა და სად სიყვარული?
– ჩემს ლამაზ ცოლს ხომ იცნობ?
– კი, მართლა ლამაზი გყამს, ყველა ხედამს.
– ჰოდა, ყველა ხედამს, მარა, სითბოს მარტო მე ვგრძნობ.

წყარო: თბილისელები