ავტობუსით და მეტროთი მგზავრობა შეიძლება 80 თეთრამდე გაძვირდეს

  • რეზონანსი
  • 29 მაისი 10:24, 2018 წელი

დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის (მეტრო და ავტობუსი) ღირებულება შეიძლება 60%-ით გაიზარდოს.

მიზეზი მერიის მხრიდან ერთიანი საბარათე სისტემის შემოღებაა, რომელიც მიკროავტობუსებს, მეტროს და ავტობუსებს გააერთიანებს.


"მარშრუტკების" უდიდესი ნაწილით მგზავრობის ფასი 80 თეთრია, ხოლო ავტობუსითა და მეტროთი - 50 თეთრი. მერიაში ამ საკითხზე კომენტარს არ გამოთქვამენ, ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტებს კი ფასის მატების მოლოდინი აქვთ.

წყარო: რეზონანსი