"თუკი რამე ცუდი მომხდარა მის ცხოვრებაში, ყველაფერში დამნაშავედ ინგას მოიაზრებს" – ადვოკატი დაკითხვის დეტალებს ყვება

  • fortuna.ge
  • 25 მაისი 18:27, 2018 წელი

ტელეწამყვანის ინგა გრიგოლიას ადვოკატი სალომე ჯანუაშვილი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მუქარასა და ადევნებაში ბრალდებული პირის ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შესახებ, შეშფოთებას გამოთქვამს.

როგორც ადვოკატი ყვება, სასამართლოზე ბრალდებულმა საკუთარი პოზიცია ვრცლად წარადგინა.


სალომე ჯანუაშვილის თქმით, მამაკაცი ცხოვრობს იმ არასებულ ფაქტებში და ამბებში, რომელსაც თავად ყვება და რომელსაც ინგა გრიგოლიას უკავშირებს.


ადვოკატი აღნიშნავს, რომ ბრალდებული საკმაოდ აგრესიულია და ცხოვრებაში რაც შემთხვევია, ყველაფერში ინგა გრიგოლიას ადანაშაულებს.


„ის ითხოვს ბავშვის ნახვას, რომელიც არ არსებობს. ყვება რომ ინგასთან ერთად ცხოვრობდა იმ სახლში, სადაც ახლა ინგა ცხოვრობს. ასახელებს კონკრეტულ ადამიანებს, რომლებთანაც მათ ჰქონდათ ურთიერთობა.


ამის დასტურად მოჰყავს, კონკრეტული თოქშოუები, სადაც ვითომდა ინგა გრიგოლია არარსებულ შვილ თამართან ერთად იყო მიწვეული და საუბრობდა მასზე.


ყველაზე შემაშფოთებელი რაც დავინახე, ეს ადამიანი ამას კი არ იგონებს, ამაში ცხოვრობს. რასაც ყვება, ეს მას გამოვლილი აქვს.  ეს არის ყველაზე შემაშფოთებელი.


მას სჯერა, რომ ჰყავს თამარი შვილი. რომელიც მის გვარს ატარებს.


ამ ადამიანს შევამჩნიე, რომ აქვს საკმაოდ დიდი აგრესია, თუკი რამე ცუდი მომხდარა მის ცხოვრებაში, ყველაფერში დამნაშავედ ინგას მოიაზრებს.


ის ელოდება, თქვენ როდის დაიკითხებით, მასთან ერთად. მოსამართლეს უთხრა, ინგა რომ შემოვა გამოკითხვაზე, კარგად შეამოწმეთ, ნაგანი არ ჰქონდეს თანო. ინგამ თუკი შვიდი ტყვია ესროლა მურტალოსო (ფილმიდან), მან შეიძლება 9 ტყვია მესროლოს, იმიტომ რომ ჩემი ინტერესი კიდევ აქვს, როგორც მამაკაცისო.


ბრალდებული ასევე ამბობს, რომ ჰყავს მეუღლე, რომელიც მისთვის გარდაცვლილია, საზოგადოებისთვის კი ცოცხალი და ჰყავს (არარსებული თამარის გარდა) კიდევ ერთი შვილი“, – განაცხადა გრიგოლიას ადვოკატმა „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში.


მისივე თქმით, ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება და პრობლემის დადასტურების შემთხვევაში მას შესაბამის დაწესებულებაში მოათავსებენ. საიდანაც არ გამოუშვებენ, მანამდე სანამ ექიმი არ დაადასტურებს, რომ ის საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge