თბილისში 500 ადგილია, სადაც შეიძლება მეწყერი ჩამოწვეს

  • რეზონანსი
  • 24 მაისი 12:17, 2018 წელი

თბილისში 500-ზე მეტი მეწყერსაშიში ზონაა. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, პოტენციურად ყველა ფერდობი ეროზიის, ქვათაცვენის, კლდეზვავის ან მეწყრის რისკის შემცველია.

მიუხედავად ამისა, მშენებლობა გეოლოგიურად საშიშ ზონებში წუთითაც არ შეჩერებულა. ეკოლოგების განცხადებით, მშენებლობაზე ნებართვის გაცემის წესი უნდა გამკაცრდეს. კომპანიების უმეტესობა პროექტების განხორციელებისას საბჭოთა კავშირის დროინდელი გეოლოგიური დასკვნებით ხელმძღვანელობს, რაც რეალობას არ შეესაბამება.

წყარო: რეზონანსი