ზურა ხიზანიშვილი: შერიგებისკენ სალომე დგამს ხოლმე პირველ ნაბიჯს

  • სარკე
  • 23 მაისი 11:18, 2018 წელი

ცნობილი წყვილი, საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურაბ ხიზანიშვილი და ყოფილი მოდელი სალომე ღვინიაშვილი 13 წელია ერთად არიან.

ზურაბ ხიზანიშვილი ჟურნალ "სარკესთან" თანაცხოვრების ეტაპებზე ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:


- როგორი გახდა თქვენი ურთიერთობა, ოჯახური ცხოვრება წლების შემდეგ?


- ერთმანეთს დიდმა სიყვარულმა დაგვაკავშირა და ასე ვართ. ხომ ამბობენ, ცოლად, რომ მოიყვან, სიყვარული ქრებაო, ჩვენს შემთხვევაში უფრო გაღრმავდა. თანაც ბავშვები წამოვიდნენ წინა პლანზე. ყველაზე კარგი ის არის, რომ, ვგრძნობ ბავშები გამო კი არ ვინარჩუებთ ოჯახს, არამედ იმიტომ, რომ ერთმანეთი გვიყვარს. 13 წელის, რაც ერთად ვართ და ამით ვამაყობთ. ამ 13 წლის განმავლობაში მყარი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა.


- ანუ ოჯახურმა ყოფამ, ბავშვებზე ზრუნვამ თქვენი სიყვარული ვერ გადაფარა?


- აბსოლუტურად სწორი ნათქვმია, რომ ბავშვებს მეტი ყურადღება სჭირდებათ. თუ ცოლის გამო ხელს მოიჭრი, შვილების გამო თავს მოიჭრი. თუმცა ცოლ-ქმარი როცა მხოლოდ ბავშვების გამოა ერთად, ჩათვალეთ, რომ, როდესაც ბავშები მათთან აღარ იქნებიან, აღარც იცხოვრებენ.


- არა არსებობს ოჯახი სადც უთანხმოება, კამათი რა იქნება. თქვენ როგორ აგვარებთ ასეთ სიტუაციებს, შერიგებისკენ პირველად ვინ დგამს ნაბიჯს?


- შერიგებისკენ უფრო სალომე დგამს ხოლმე პირველ ნაბიჯს. კონფლიქტი ყოველთვის იყო და იქნება. ამის გარეშე არც სიყვარული არსებობს. იდეალური ცხოვრებაში არაფერია და არცერთი წყვილია იდეალური. თუ ჩხუბი ხელის დარტყმაში არ გადაიზარდა, სიტყვიერი კონფლიქტი თუ აზრთასხვადასხვაობა უფრო ამყარებს ურთიერთობას.


- თქვენს ურთიერთობაში არის ეჭვიანობა?


- ხშირად უკითხავთ სალომესთვის, ხიზანა სულ დადის და აეჭვიანობო. ახლა იმასვე მე მეკითხებიან, მაგრამ ნამდვილად არ ვეჭვიანობთ. შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს, ერთმანეთი, არ უყვართ და არ აინტერესებთო, მაგრამ ვერ ვეჭვიანობ, რადგან ცხოვრებაში არ ვყოფილვარ ეჭვიანი. თუ ქალმა საბაბი მოგცა, რა თქმა უნდა, იეჭვიანებ, მაგრამ ამ 13 წლის განმავლობაში არ მახსოვს შემთხვევა, ვინმეზე ან რამეზე მეეჭვიანა.

წყარო: სარკე