შსს ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას უსაფრთხოების გარანტიას აძლევს

  • 20 მაისი 23:14, 2018 წელი

ადამიანია უფლებათა დაცვის დეპარტამენის ხელმძღვანელის ლონდა თოლორაიას განცხადებით, ინგა გრიგოლიას უსაფრთხოებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი ზომები მიიღო.

მისივე თქმით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება იქნება საფუძვლიანად ჩატარებული და  შესაბამისი პირის პასუხიმგებლობის საკითხი დადგება.


"ვინაიდან ეს საქმე განეკუთვნება ქალთა მიმართ ძალადობას, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენი თავისთავდ, ამ საქმეზე მონიტორინგს ახორციელებს. პროცესები, რომლებიც დღეს იმართებოდა, მიმდინარეობდა ჩვენი დაკვირების ქვეშ. როგორც იცით გუშინ გავრცელდა განცხადება სოციალურ ქსელში ამასთან დაკავშირებით. გუშინვე საჯარო სივრცეში გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება. გუშინვე დავუკაშრდით ჟურნალიტ ინგა გრიგოლიას და დავიბარეთ გამოკითხვაზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მიღებულია ზომების იმისათვის, რომ ინგა გრიგოლიას უსაფრთხოება იქნეს დაცული და ამის სრულ გრანტიას ნამდვილად იძლევა უწყება. უახლოეს მომავალში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება იქნება საფუძვლიანად ჩატარებული და ბუნებრივია დადგება შესაბამისი პირის პასუხიმგებლობის საკითხი", - განაცხადა ადამიანია უფლებათა დაცვის დეპარტამენის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ.