პარლამენტმა "შეურაცხმყოფელ გადაკიდებაზე" ჯარიმა გაახუთმაგა

  • რეზონანსი
  • 18 მაისი 10:43, 2018 წელი

წვრილმან ხულიგნობაზე, სამართალდამცავის შეურაცხყოფასა და დაუმორჩილებლობაზე ფულადი ჯარიმები იზრდება.

გარდა ამისა, საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს და მოქალაქეთა სიმშვიდეს არღვევს, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე, ნაცვლად 100 ლარისა.

წყარო: რეზონანსი