მეჭიაური ლგბტ თემის წარმომადგენლებზე - მინდა ვუთხრა, მათი უფლებები საქართველოში დაცულია

  • რეზონანსი
  • 17 მაისი 13:10, 2018 წელი

თიანეთის მერი, თამაზ მეჭიაური რუსთაველზე ოჯახის სიწმინდისადმი მიძღვნილ მსვლელობას შეუერთდა. 

მისი თქმით, ლგბტ თემის წარმომადგენლების უფლებები საქართველოში დაცულია.

 


„ლგბტ თემის წარმომადგენლებს არავინ ერჩის, შეუძლიათ იცხოვრონ ისე, როგორც უნდათ, თუმცა ნუ ეწევიან პროპაგანდას. ეს მართლმადიდებელი ქვეყანაა და უნდა ესმოდეთ, რომ ოჯახი არის წმინდა. მინდა მათ ვუთხრა, მათი უფლებები საქართველოში დაცულია", - განაცხადა მეჭიაურმა.

წყარო: რეზონანსი