ანა სუბელიანს ბავშვით ემუქრებიან 9 აპრილის მემორიალზე ცეკვის გამო

  • სარკე
  • 16 მაისი 11:51, 2018 წელი

ანა სუბელიანი, რომელიც „ჩვენი თავისუფლებისათვის“ აქციის ღამეს 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალზე ცეკვავდა, მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება და ამბობს, რომ ცეკვის გამო ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

ასევე – აცხადებს, რომ მას ემუქრებიან სოციალურ ქსელში და ბოლო დროს ზეწოლის ობიექტი გახდა.


-მე მემუქრებიან ბავშვით. რაღაც მომენტში რეალური საფრთხის შეგრძნებაც გამიჩნდა, მაგრამ ამის გამო არ ვაპირებ, შევწყვიტო გარეთ სიარული, – განაცხადა ანა სუბელიანმა.


ის ამბობს, რომ შსს ვალდებულია, მისი უსაფრთხოება დაიცვას.


ანა სუბელიანი ასევე განაწყენებულია იმ ფაქტის გამო, რომ მას არ მიეცა საშუალება, შს მინისტრთან პარლამეტში დახურულ შეხვედრას დასწრებოდა. ის ამბობს, რომ უარი თავად უწყების მხრიდან წამოვიდა.

წყარო: სარკე