სკანდალი ქორწილამდე ერთი კვირით ადრე - მეგან მარკლის პორნოვარსკვლავთან სასიყვარულო რომანი ჰქონდა

  • primetimenews.ge
  • 11 მაისი 17:14, 2018 წელი

მეგან მარკლის და პრინცი ჰარის, ქორწილის ცერემონიამდე, ერთი კვირით ადრე, სოციალურ ქსელებში, მეგანის წარსული ცხოვრებიდან, სხვადასხვა ფაქტებს და დეტალებს იხსენებენ.  

განსაკუთრებული ყურადღება, მარკლის, იმ სასიყვარულო ისტორიებს ეხება, რომელიც პრინცი ჰარიმდე ჰქონდა.


შეგახსენებთ, რომ მსახიობი, 2011-2013 წლებში, კინოპროდიუსერ, ტრევორ ენგელსთან იყო ქორწინებაში. 


განქორწინების შემდეგ, მეგანი, შეყვარებული იყო, გოლფის მოთამაშესთან, რორი მაკილროსთან. რორი, კანადელმა შეფ-პოვარმა, კორი ვიტიელომ შეცვალა, მაგრამ მათი სასიყვარულო რომანიც, მალე დასრულდა.  


რამდენიმე დღის წინ, კი სოციალურ ქსელში, მეგანის "ბოიფრენდების" სიას, კიდევ ერთი სახელი დაემატა. მათი ვარაუდით, მარკლი, მსახიობს, საიმონ რექსს ხვდებოდა. საიმონი, ამავე დროს რეპერი და მოდელია. კინოკარიერის დასაწყისში, რექსი მონაწილეობას იღებდა, პორნო ფილმებში, რომლებიც გეი-აუდიტორიისკენ იყო ორიენტირებული. 


"The Sun"-ის წყაროს ინფირმაციით, მსახიობები, 2004 წლიდან, ხვდებოდნენ ერთმანეთს, როცა მეგანი, 22 წლის იყო. მათ, ერთმანეთი, ერთ-ერთი ამერიკული ფილმის, გადაღების დროს გაიცნეს.  




სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge