საბანკო "შავი სია" მთლიანად უნდა შეიცვლოს

  • რეზონანსი
  • 8 მაისი 22:34, 2018 წელი

საბანკო "შავ სიაში" მყოფი ნახევარი მილიონი ადამიანის ისტორიას, შესაძლოა, გადაიხედოს.

გამომდინარე იქედან, რომ მათი ნაწილი უაზრო მიზეზის გამოა "გაშავებული", სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ისტორიები უნდა შეისწავლოს როგორც კომერციულმა ბანკებმა, სებ-მა. გარდა ამისა, სპეციალისტები თავდებობის ინსტიტუტის გაუქმებასაც ითხოვენ და ამბობენ, რომ დამახიჯებული პრაქტიკა, რომელიც ადამიანებს საბანკო ისტორიას უფუჭებს, შესაცვლელია.


"შავ სიაში" მყოფი მსესხებლების ისტორია სხვადსხვაგვარია. ზოგიერთი კი იმდენად უცნაურია, რომ ძნელად დასაჯერებელია თუ რატომ არის მოხვედრილი ესა თუ ის ადამიანი პრობლემურთა ნუსხაში.


ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილის თქმით, "კრედიტ ინფო", რომელიც წყვეტს მსესხებელთა ისტორიას, შეუძლია მათი მდგომარეობა სურვილისამებრ შეცვალოს. კომერციული ბანკებიც კი მათთან თანამშრომლობენ. ასე რომ, შავ სიაში მყოფი ადამიანების ბედი ბოლომდე მათზეა დამოკიდებული. ჯანიაშვილმა თავდების ინსტიტუტზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ეს პრაქტიკა ბანკებმა აღარ უნდა გამოიყენონ.

წყარო: რეზონანსი