ტაქსის ლიცენზია მინიმუმ 50 ლარი ეღირება?

  • რეზონანსი
  • 8 მაისი 10:27, 2018 წელი

ტაქსით გადაყვანის ნებართვის მისაღებად მძღოლებს, სავარაუდოდ, 50-დან 100 ლარამდე თანხის გადახდა მოუწევთ.

მართალია, მერიას სანებართვო პირობებთან დაკავშირებით ოფიციალურად ჯერჯერობით არაფერი თქმულა, თუმცა სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ე.წ. "ფურცლების საფასური" რეალურად 100 ლარამდეც შეიძლება იყოს. რაც შეეხება ლიცენზიის ვადას, მის შესახებაც ჯერჯერობით საუბარი ვარაუდის დონეზეა შესაძლებელი. დიდი ალბათობით გადასახადი იქნება ყოველწლიური და არა ერთჯერადი.


ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ცვლილება სერიოზულ საფრთხე შეუქმნის საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელიც ქვეყანაში ელემენტარულ დონეზეც კი არ არის განვითარებული. მოსალოდნელია ასევე, რომ ტაქსით მგზავრობის საფასური გაორმაგდეს და მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდება.

წყარო: რეზონანსი