მეგრელი: სანამ ვინმესგან ფულს ისესხებ... - სეზონის საუკეთესო ანეკდოტი

  • თბილისელები
  • 7 მაისი 15:41, 2018 წელი

მეგრელი ძმაკაცს ეუბნება:
– ჯიმა, ისეთებს ამბობენ ჩემზე, ხანდახან მგონია, დადებითი მხოლოდ სისხლის ჯგუფი მაქვს...

***


მამა ეკითხება მერვეკლასელ შვილს:
– რეზო, შეყვარებული არ გყავს?
– რას ამბობ, მამი, ვინ შევიყვარო? ჩემს სკოლაში ისეთი მახინჯი გოგოები დადიან, სილამაზის კონკურსი რომ ჩატარდა, მანდატურმა გაიმარჯვა.


***
მეგრელი მამა არიგებს შვილს:
– მამი, სანამ ვინმესგან ფულს ისესხებ, კარგად დაფიქრდი, რომელი უფრო მეტად გჭირდება...


***
სვანმა დაიწუწუნა:
– ეხ, უიღბლო ვარ.
– რატომ, კაცო?
– აბა, არავინ მივლის ჟრუანტელის გარდა და...


***
კაცი ეუბნება თანამშრომელს:
– ცოლი მოვიყვანე.
– გილოცავ!
– რას მილოცავ, პოლიციაში მუშაობს და პირველივე ღამეს, ორჯერ დამაჯარიმა.
– რატომ?
– ერთხელ, სიჩქარის გადაჭარბებისთვის და მეორედ, არასასურველ მდგომარეობაში პარკირებისთვის.


***
ღამენათევი ექიმი საავადმყოფოში შემოვლას მორჩა, შევიდა კაბინეტში და დაღლილი მაგიდას მიუჯდა. ექთანი ეკითხება:
– ექიმო, ყურზე სანთელი რატომ გიკეთიათ?
– ო, ღმერთოოო... ნეტავ ვის გავუკეთე ის ფანქარი...

წყარო: თბილისელები