სისხლიანი შურისძიება ცხინვალში 12 წლის წინ ე.წ. კაგებეს უფროსის აფეთქების გამო

  • რეზონანსი
  • 7 მაისი 10:33, 2018 წელი

მამის მკვლელზე შურისძიების გამო ცნობილ ცხინვალელ მოკრივეს, ორგზის ევროპის ჩემპიონ იგორ ალბოროვს ყარაჩაი-ჩერქეზეთში 9 წლით პატიმრობა მიესაჯა.

35 წლის ოსი სპორტსმენის მამა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. კაგებეს ყოფილი შეფი ოლეგ ალბოროვია, რომელიც 2006 წელს ცხინვალში საკუთარ ეზოში ააფეთქეს და მაშინ ამ გახმაურებულ მკვლელობას დიდი ბრალდებებიც მოჰყვა - ცხინვალის რეჟიმმა გამოძიება ტერაქტის ბრალდებით დაიწყო და მომხდარში ქართული სპეცსამსახურები დაადანაშაულა. შემდეგ კი დაიწერა, რომ მკვლელობა კრიმინალურ გარჩევას და იარაღით ვაჭრობას უკავშირდებოდა.

წყარო: რეზონანსი