როგორია ირაკლი მაქაცარიასთვის იდეალური ოჯახი? - "ბავშვები ძალიან მიყვარს"

  • თბილისელები
  • 30 აპრილი 13:51, 2018 წელი

ტელესახე ირაკლი მაქაცარიასთვის ბოლო ერთი წელი განსაკუთრებულად წარმატებული იყო. 

გთვაზობთ ჟურნალ "თბილისელების" ინტერვიუს ამონარიდს ირაკლი მაქაცარიასთან. 


"ბავშვები ძალიან მიყვარს და ოჯახური ღირებულებები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნებისმიერ რამ, რასაც აკეთებ  მიდის იმისკენ, რომ შექმნა კერა, გყავდეს გვერდით ის ადამიანი, რომლისთვისაც იცხზოვრებ და რომელთანაც გინდა გყავდეს შვილები, შვილიშვილები.  უნდა ეძებდე საშუალებას და ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ შენც გრძნობდე კომფორტს და ის ადამიანებიც. ოჯახი-ეს უნდა იყოს ადგილი, სადაც ყველაზე მშვიდად იგრძნობ თავს. კერის შექმნას ისევ და ისევ სჭირდება გრძნობა. ამას უნდა იყო შეგუებული, რომ იქნება პრობლემები, მაგრამ თქვენი ურთიერთდამოკიდებულება, მიჩვევა, ერთმანეთისთვის რაღაცის გაკეთების სურვილი, მნიშვნელოვანია. ყველა ოჯახში აღმავლობა და დაღმავლობაა და თუ პირველივე სირთულეზე დაიშალეთ, არ სცადე რაღაც გამოასწორო, ეს ნიშნავს, რომ ის შენთვის არ არის მნიშვნელოვანი",-ამბობს ირაკლი მაქაცარია. 

წყარო: თბილისელები