გია ხუხაშვილი პოლიტიკაში ივანიშვილის მრჩეველის სახით ბრუნდება?

  • ალია
  • 30 აპრილი 12:43, 2018 წელი

ექსპერი გია ხუხაშვილი გაზეთ "ასლიასთან" მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს. 

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:


_ ვის წარადგენს პრემიერად ივანიშვილი?


_ პრემიერის შეცვლა პობლემას ვერ გადაწყვეტს, ჩვენ გვჭირდება თანამოაზრე რეფორმეტორთა სერიოზული გუნდი, რომელიც გააცნობიერებს იმას, რომ ძალიან სწრაფად ძალიან ბევრი რამ იქნება გასაკეთებელი, დაგეგმავს და გააკეთებს, ეს არის გუნდური პასუხისმგებლობა.


_ ესე იგი თქვენ აანონსებთ რეფორმებს და აღმასრულებელი ხელისუფლების ცვლილებას...


_ მე ვფიქრობნ, ეს აუცილებელია, თუ ეს არ გაკეთდა, მაშინ ძალიან სერიოზული პრობლემა ექნება "ქართულ ოცნებასაც" და შესაბამისად ქვეყანასაც. ჩემი აზრით, პოლიტექნოლოგიურად ახალი გუნდის ფორმირება საპრეზდენტო არჩევნებამდე ბევრად უფრო სწორი და გამართული გზა იქნება.


_ თქვენი ინფორმაციით, პრეზიდენტობის კანდიდატი მოძებნილია?


_ ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა, თვითონ ივანიშვილი გამხდარიყო სახელმწიფო მეთაური, კიდევ ერთხელ დაედასტურებინა, ხალხის მხარდაჭერა, ეს ბევრად უფრო გააძლიერებდა, მას და თუ ის არა, მაშინ არა აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება. შეიძლება კვირიკაშვილს მისცენ კიდევ ერთი შანსი და პრეზიდენტობა შესთავაზონ. მისი ერთადერთი პოლიტიკური იმუნიტეტი სამომავლო პროცესებში არის ამ პოზიციაზე გადანაცვლება, ყველა სხვა შემთხვევაში შეიძლება ბევრი კითხვა დაისვას მასთან სამომავლოდ.


_ სად ვიხილავთ გია ხუხაშვილა?


_ ჩემთვის ყველაზე დიდი ფასეულობა არის თავისუფლება, მე დღეს ვარ ძალიან კომფორტულად, რადგან ვარ თავისუფალი. ის, რომ რაღაცა პარტიულ პოლიტიკაში მონაწილეობა მივიღო, არასერიოზულია. ბევრჯერ მქონია შეთავზება, მაშინაც კი როდესაც ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული, მაგრამ პარტიაში არ შევსულვარ და არც არასდროს მოხდება.


რაც შეეხება სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე რაღაც ფორმით თანამშრომლობას, კი ბატონო, ამაზე უარი უმწვავეს პერიოდზშც კი არ მითქვამს. ასე რომ, თუ ვინმეს აქვს შიშები, რომ იქ პარტიულ პოლიტიკაში ვაპირებ შესვლას, შეუძლია, მშვიდად დაიძინოს ამას არ ვაპირებ.


ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური საქმიანობა 2011 წელს დაიწყო, რაც 2012 წელს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლით დამთავრდა. 2013 წელს ივანიშვილმა პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა.

წყარო: ალია