აფხაზები პოლიტიკას ცვლიან, უცხოელს სოხუმში ბინის ყიდვის უფლება ექნება

  • რეზონანსი
  • 27 აპრილი 13:28, 2018 წელი

აფხაზეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ნაწილს, შესაძლოა, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისა და კორპუსებში ბინის შეძენის უფლება მიეცეს.

ამ ინიციატივით სოხუმის დე ფაქტო საკრებულოს თავმჯდომარე კონსტანტინე ფილია გამოდის. მისი თქმით, საუბარია მხოლოდ და მხოლოდ იმ ქვეყნების მოქალაქეებზე, რომლებმაც აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" აღიარეს.

წყარო: რეზონანსი