პენისის პირველი სრული გადანერგვა განხორციელდა

  • ახალი თაობა
  • 27 აპრილი 12:19, 2018 წელი

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბალტიმორის ჯონ ჰოპკინსის საავადმყოფოში პირველად წარმატებით განხორციელდა პენისის საკვერცხეებთან ერთად გადანერგვის ოპერაცია. 

ოპერაცია 14 საათს გაგრძელდა. მას ორი ქირურგ-უროლოგი და 9 პლასტიკური ქირურგი ატარებდა. პენისი, საკვერცხეები და მის ირგვლივ ქსოვილების ნაწილი გარდაცვლილი დონორისგან იქნა აღებული. პაციენტმა დარჩენა ანონიმად ისურვა, თუმცა ცნობილია, რომ მან ფეხები და სასქესო ორგანოები ავღანეთში თვითნაკეთ ბომბზე აფეთქების შედეგად დაკარგა. 


"ამის გამო ქალთან ურთიერთობას ვერ ვახერხებდი. დიდი ხნის განმავლობაში თავს მარტოხელა ადამიანად ვგრძნობდი და მამაკაცად ვეღარ აღვიქვამდი",-განაცხადა მან. 


ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა პაციენტი კვლავაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის. 

წყარო: ახალი თაობა