გედევან ფოფხაძის პირველი კომენტარი ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე

  • 1tv.ge
  • 26 აპრილი 13:33, 2018 წელი

ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ არჩევა გააერთიანებს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ განუცხადა.

„ეს გადაწყვეტილება არის სწორი. მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. მგონია, რომ ეს ის ნაბიჯია, რომელიც გააერთიანებს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს და მისცემს საშუალებას, რომ იმ გამოწვევებს, რაც არის ჩვენს წინაშე, ღირსეულად გავცეთ პასუხი. ნამდვილად მიმაჩნდა და აქამდეც ვამბობდი, რომ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკურ სივრცეში გვაძლევს იმ დამატებით რესურსს, რაც მას, როგორც პოლიტიკოსს იმ ავტორიტეტის სახით, რაც მას გააჩნია, შეუძლია ქართულ პოლიტიკას შესძინოს, ამიტომ მე მგონია, რომ ეს არის ის სწორი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გაკეთებულიყო“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.


შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს და პარტიას ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა, „ქართული ოცნების“ ოფისში, პარტიის ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო უმრავლესობიდან პარლამენტის ბიუროს წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge