იესო ქრისტეს ქანდაკებაზე Wi-Fi დაამონტაჟეს პოლონეთში

  • 26 აპრილი 13:25, 2018 წელი

პოლონეთის ქალაქ სვებოძინში იესო ქრისტეს ქანდაკებაზე Wi-Fi-ის მოწყობილობა დაამონტაჟეს.

ფაქტმა ადგილობრივების გაღიზიანება გამოიწვია, ისინი მიიჩნევენ, რომ იესო ქრისტეს ქანდაკება წმინდაა და მსგავსი რამ არ უნდა მომხდარიყო.  მოწყობილობა იესოს გვირგვინშია ჩამონტაჟებული.


გავრცელებული ინფორმაციით, Wi-Fi-ის მოწყობილობის დამონტაჟების იდეა დგილობრივი ტაძრის წინამძღვარს ეკუთვნის.


თუმცა ხელისუფლება და არც ეკლესიის წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ. ინტერნეტპროვაიდერების განცხადებით, Wi-Fi-ის სიმძლავრე ინტერნეტით ახლომდებარე სოფლებსაც ამარაგებს.


მსოფლიოში ყველაზე დიდი ქანდაკება 2010 წელს დადგეს.