მადამ ტიუსოს მუზეუმს დონალდ და მელანია ტრამპების ცვილის ფიგურები შეემატა

  • imedinews.ge
  • 26 აპრილი 13:16, 2018 წელი

ნიუ-იორკის მადამ ტიუსოში დონალდ და მელანია ტრამპების ცვილის ფიგურების პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 45-ე პრეზიდენტისა და პირველი ლედის ცვილის ფიგურების შექმნაზე არტისტების 20 კაციანი ჯგუფი 3-4 თვის განმავლობაში მუშაობდა. ღონისძიებას თეთრი სახლის ყოფილი პრესსპიკერი შონ სპაისერიც ესწრებოდა. 


დონალდ და მელანია ტრამპების ცვილის ფიგურები ნიუ-იორკში 31 მაისამდე დარჩება, შემდეგ მას ვაშინგტონის მადამ ტიუსოს მუზეუმში გადაიტანენ. 

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge