უფროსი ჯორჯ ბუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

  • 26 აპრილი 13:09, 2018 წელი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის უფროსი ჯორჯ ბუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

ის რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ოჯახის წარმომადგენელმა გაავრცელა ინფორმაცია. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი უფროსი ჯორჯ ბუში საავადმყოფოში 24 აპრილს გადაიყვანეს. უფროსი ჯორჯ ბუშის მდგომარობა მისი ცოლის გარდაცვალების შემდეგ გაუარესდა. ამერიკის ყოფილი პირველი ლედი ბარბარა ბუში 18 აპრილს 92 წლისა გარდაიცვალა.