მეცნიერებმა გაარკვიეს რა სახის შოკოლადია კარგი ჯანმრთელობისთვის

  • imedinews.ge
  • 26 აპრილი 10:45, 2018 წელი

შავი შოკოლადის მიღება კაკაოს მაღალი შემცველობით აუმჯობესებს იმუნიტეტს და ზრდის ტვინის აქტივობას.

ეს დასკვნა ამერიკის შეერთებულ შტატებში ლომა-ლინდას უნივერსიტეტის ექიმებმა გამოიტანეს. ამის შესახებ EurekAlert-ი წერს.


მეცნიერებმა თავიანთ საქმიანობაში ყურადღება გაამახვილეს კაკაოზე, ხოლო წინა კვლევები, ძირითადად, ადამიანზე შაქრის გავლენის შესწავლას ეხებოდა.


კვლევამ აჩვენა, რომ შოკოლადის ყოველდღიური მოხმარებას, რომელიც კაკაოს შეიცავს არანაკლებ 70 პროცენტისა, დადებითი გავლენა აქვს ადამიანის იმუნიტეტზე.


მათ განმარტეს, რომ შოკოლადი აუმჯობესებს უჯრედული სიგნალიზაციის გზებს, რომლებიც ჩართულია T უჯრედების გააქტიურებაში იმუნური რეაქციისთვის. გარდა ამისა, მხოლოდ 48 გრამი შოკოლადი საკმარისია იმისთვის, რომ სწავლის უნარი გააუმჯობესოს.


აღმოჩნდა, რომ ფლავონოიდები, რომლებიც შავ შოკოლადშია, აუმჯობესებს სამუშაო მეხსიერებას. ის განსაზღვარს მეხსიერების უნარს, რაც შესაბამისად ლოგიკური დავალებების გადაწყვეტაში გვეხმარება. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ შოკოლადმა, ასაკოვანი ადამიანების კოგნიტურ უნარებზე, დადებითად იმოქმედა. 

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge