1300 ტონა კოკაინი ამოიღეს ჩინეთში

  • imedinews.ge
  • 25 აპრილი 23:28, 2018 წელი

ჩინეთის სამხრეთ ნაწილში პოლიციამ 1300 ტონა კოკაინი ამოიღო, რაც ქვეყნის ისტორიაში ნარკოტიკების უმსხვილესი პარტიაა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

სამართალდამცველებმა 10 ადამიანი დააკავეს. ამოღებული კოკაინის ფასი დაახლოებით 160 მილიონი დოლარია.


დამნაშავეების კვალზე პოლიცია გასული წლის ივლისში გავიდა. აგვისტოში 5 ეჭვმიტანილი დააკავეს და 40 კილოგრამი კოკაინი ამოიღეს.


მათი დაკითხვის შემდეგ პოლიციამ კიდევ 3 ეჭვმიტანილის ადგილსამყოფელს მიაგნო. მაშინ 1300 კილოგრამი კოკაინი ამოიღეს.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge