ჯანმრთელობის გაუარესების გამო შარლ აზნავური საავადმყოფოში მოათავსეს

  • imedinews.ge
  • 25 აპრილი 22:36, 2018 წელი

93 წლის შარლ აზნავური ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სანქ-პეტერბურგის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

„არტისტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო რუსეთში დაგეგმილი კონცერტი 2019 წლის 9 აპრილისთვის გადაიდო“, - ნათქვამია საკონცერტო დარბაზის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა კონცერტის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ღონისძიების გაუქმება. უცნობია კონკრეტულად რამ შეაწუხა მომღერალი. ორგანიზატორების თქმით, მისი კონცერტი რუსეთში 2019 წლის აპრილში გაიმართება. 

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge