სექტა ემა უოტსონის სექსუალურ მონობაში ჩათრევას ცდილობდა

  • imedinews.ge
  • 25 აპრილი 21:53, 2018 წელი

ბრიტანელი მსახიობი ემა უოტსონი აღმოჩნდა იმ ქალებს შორის, რომელის ჩათრევასაც შეეცადა სექსუალურ მონობაში სერიალ Smallville-ის ვარსკვლავი ელისონ მეკი. ამის შესახებ გამოცემა Buisness Insider-ი წერს.

ჟურნალისტებმა მეკის Twitter-ზე მრავალი პოსტი იპოვეს, რომელიც უოტსონს ეძღვნებოდა. მეკი მას წერდა, რომ "ქალთა განვითარების უნიკალურ მოძრაობაშია" და უოტსონს ამის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას სთავაზობდა. 


"მგონია, რომ თანამშრომლობას შევძლებთ. შემეხმიანე", - წერდა მეკი უოტსონს.


ამერიკელი მსახიობი ელისონ მეკი, რომელიც ცნობილია სერიალით "სმოლვილი" (Smallville), სექსუალურ ტრეფიკინგში ქალების ჩართვის ორგანიზების ბრალდებით 21 აპრილს დააკავეს.


მეკის საქმე, სექტა NXIVM-ის ("ნექსიამ") საქმესთან ერთად მიმდინარეობს. სექტის დამფუძნებელი კიტ რანიერი მექსიკაში უკვე დააკავეს. მსახიობ ქალს შეთქმულებაში მონაწილეობა და ქალების სექსუალურ მონობაში ჩართვის მცდელობა ბრალდება. 


"ნექსიამის" ლიდერს ადამიანებით ვაჭრობაში ედება ბრალი. ცნობილია, რომ ქალებს, რომლებიც მათ სექს-მონებად გაყიდეს, გახურებული რკინით ჰქონდათ ამომწვარი სიმბოლო, რანიერის და მეკის ინიციალებით. 


სექტა "ნექსიამი" აშშ-სა და კანადაში 1990-იანი წლებიდან მოქმედებს. იქ ქალებს თითქოს ემოციურ პრობლემებთან გამკლავებას ასწავლიდნენ. ორგანიზაციის უკანონო ქმედებებზე პირველად 2017 წელს ალაპარაკდნენ.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge