2018 წლის კულინარიის ფოტოგრაფი დასახელდა

  • imedinews.ge
  • 25 აპრილი 21:47, 2018 წელი

2018 წლის კულინარიის ფოტოგრაფის ვინაობა ცნობილია. ეს ტიტული წელს ბანგლადეშელმა ფოტოგრაფმა მიიღო. ამის შესახებ BBC წერს. 

კონკურსში მონაწილეობა 60-ზე მეტმა ქვეყანა მონაწილეობდა. ხანგრძლივი კამათის შემდეგ ჟიურიმ თითქმის 40,000 ფოტოდან საუკეთესოები გამოავლინა. 


გამარჯვებული ფოტო ჰინდუს ტაძარშია გადაღებული და მზადების პროცესს აღწერს. 


მეორე ადგილი დაიკავა ღვინის ფოტოგრაფმა ვიქტორ პუგაჩევმა, რომელიც მან საფრანგეთში გადაიღო. მესამე პოზიციას კი დებტატა ჩაკრაბორტი დასჯერდა. ფოტოგრაფმა ფირზე ბენგალელი მეთევზეები აღბეჭდა. 


გამარჯვებულთა ნამუშევრების ხილვა BBC-ის ვებგვერდზეა შესაძლებელი. 

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge