რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციამ ბუქარესტში შეხვედრები გამართა

  • 25 აპრილი 21:02, 2018 წელი

საქართველოს პარლამენტის რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია, სამუშაო ვიზიტით ბუქარესტში იმყოფება.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციის ხელმძღვანელის, ისკო დასენის და დელეგაციის წევრების გიორგი მოსიძის, მამუკა ჩიქოვანის, კობა ლურსმანაშვილის და პაატა მხეიძის მონაწილეობით, საპარლამენტო დელეგაციამ რუმინეთის საკანონმდებლო ორგანოში ორმხრივი შეხვედრები გამართა.


ვიზიტის პირველ დღეს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია რუმინეთში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილეს, ლასზლო ოდონ ფეჯერს და მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.


შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.


საქართველოსპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ისკო დასენმა მადლიერება გამოხატა მასპინძელი მხარის მიმართ და აღნიშნა, რომ მეგობრობისჯგუფების მჭიდრო თანამშრომლობა და ამგვარი გაცვლითი ვიზიტები, ქვეყნებს საშუალებას აძლევს დაამაყარონ კონტაქტები, ორმხრივად მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით გამოხატონ მხარდაჭერა და ხელი შეუწყონ სასარგებლო ურთიერთთანამშრომლობას სხვადასხვა სექტორში.


 შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარების მნიშვნელობა და მომავალში ამ კუთხით თანამშრომლობის გასააქტიურებლად მზაობა გამოითქვა.


რუმინულმა მხარემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა დაევროპული ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა გამოთქვა.


შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს რუმინეთსა და საქართველოს შორის მტკიცეთანამშრომლობის განვითარების არსებულ პოტენციალს, რომელიც ჯერ კიდევ არ არის სრულად ათვისებული.


ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომრუმინეთი იყო იმ პირველთაგანი, რომელმაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.


შეხვედრას საქართველოს ელჩი რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი და საქართველოში რუმინეთის ელჩი რადუ ლივიუჰორუმბი ესწრებოდნენ.


ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაცია, დეპუტატთა პალატის ვიცე-პრეზიდენტმა, კარმენ ილეანა მიჰალჩესკუმ მიიღო.


შეხვედრაზე ხაზი გაესვა ტურიზმის განვითარებას, რუმინეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის მნიშვნელობას და სხვადასხვასექტორში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობას.


კარმენ ილეანა მიჰალჩესკუმ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს იგიმონაწილეობას მიიღებს ქალაქ ბათუმში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაზე - "საქართველოს ევროპული გზა", რაც ქვეყანის უკეთგაცნობის და ქართველ კოლეგებთან შეხვედრის საშუალებას მისცემს. საქართველო-რუმინეთის მეგობრობის ჯგუფის წევრებმა მადლობაგადაუხადეს მასპინძლებს საინტერესო შეხვედრების ორგანიზებისთვის და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი რუმინეთის, როგორც სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერის მაღალ მნიშვნელობას.


საქართველოს პარლამენტის რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი 27 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.


ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.