კაფე სიკვდილის თემაზე

  • ვერსია
  • 25 აპრილი 19:22, 2018 წელი

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში თემატური კაფე გაიხსნა,რომელიც სიკვდილს ეძღვნება. 

კეფეს ცენტრში თეთრი კუბო დგას,კლიენტებს კი, რომლებიც დათანხმდებიან, მისი სახურავის ქვეშ რამდენიმე წუთი გაატარონ, ფასდაკლებით ემსახურებიან. 


ადგილობრივი მედიის ცნობით, თავად დაწესებულების ინტერიერიც თემატურად არის გაფორმებული-დივანის კუთხეში  ადამიანის ჩონჩხი "ზის", სასმელების დასახლებები მენიუში კი აჭრელებულია სიტყვებით "სიკვდილი" და "ტკივილი". 


კეფეს მფლობელის თქმით, ტაილანდის მცხოვრებლებს ახსენებს, რომ სიცოცხლე ხანმოკლეა. 


კუბოში გატარებული რამდენიმე წუთი კი, მისი აზრით, განსაკუთრებით სასარგებლო მოზარდებისთვისაა, რადგანაც თავდახურულ სივრცეში აღმოჩენისას ისინი იხსენებენ რამდენი რამ აქვთ გასაკეთებელი. 


 

წყარო: ვერსია