კაბუს ექსტრადირება არ მოხდება

  • რეზონანსი
  • 20 აპრილი 00:25, 2018 წელი

რეპერი კახა აბუაშვილის დედა მისი შვილის კრიმინალურ ავტორიტეტებთან კავშირს უარყოფს. ცირა აბუაშვილი ამბობს, რომ კაბუ საფრანგეთში სამკურნალოდ წავიდა და ის შემოდგომაზე დაბრუნებას აპირებდა.

როგორც ცირა აბუაშვილი ყვება, შვილის დაბრუნებას თავიდან გაზაფხულზე ელოდა, თუმცა ცოტა ხნის წინ კახა აბუაშვილმა დაბრუნების თარიღი შეცვალა და უთხრა, რომ საქართველოში წამოსვლას სექტემბრამდე ვერ ახერხებდა.


„ჯანმრთელობის მოსაწესრიგებლად წავიდა. იმკურნალა და კარგად იყო. ახლა უნდა ჩამოსულიყო, გაზაფხულზე, მაგრამ თქვა, ვეღარ ვახერხებ, ეს მკურნალობა უნდა ჩავამთავროო. კარგად იყო, კარგად გამოიყურებოდა. დაფინანსება ჰქონდა სამასი ევრო და აქედან ჩვენც ვუგზავნიდით. ყველამ იცის, ჯანმრთელობის რა პრობლემაც ჰქონდა," - აცხადებს დაკავებული აბუაშვილის დედა ცირა აბუაშვილი.


აღსანიშნავია, რომ ევროპოლთან დაწყებული თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთსა და საბერძნეთში ოთხი ქართველი ე.წ. "კანონიერი ქურდი" და ქართულ კრიმინალურ დაჯგუფებთან კავშირში ეჭვმიტანილი 34 ადამიანია დაკავებული. მათ შორისა რეპერი კახა აბუაშვილი, იგივე "კაბუ".


კახა აბუაშვილზე სისხლის სამართლის საქმე საფრანგეთსა და საბერძნეთშია აღძრული, შესაბამისად საქართველოში მისი ექსტრადირება არ იგეგმება

წყარო: რეზონანსი