ვინ იქნება "გია კუტაისკის" შემდეგ - ქურდულ სამყაროში ავტორიტეტების მკვლელობა გარძელდება?

  • ვერსია
  • 18 აპრილი 15:03, 2018 წელი

ვინ არის თურქეთში მოკლული "გია კუტაისკი" და ვინ იქნება შემდეგი ?!  - ამ სათაურით გაზეთი "ვერსია" კრიმინალურ სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე სტატიას სანდო წყაროზე დაყრდნობითა და საკუთრი დასკვნით აქვეყნებს.

გთავაზობთ მასალიდან ამონარიდს:


"ონიანის სასჯელის 10-წლიანი ვადა 2019 წლის 10 ივნისს ეწურება. შესაბამისად, მას არ სცალია გარეთ ხალხის დასახოცად. ის უბრალოდ ცდილბს გადარჩეს. ონიანი განსაკუთრებული რეჟიმის ქვეშ ჰყავთ ციხე "შავ დელფინში". ის "ადინოჩკაში" ზის, მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ყოველდღიურად ხორციელდება, მას არ აქვს კომუნიკაციის საშუალება და შეიძლება ითქვას. რომ ბოლო ერთი წლის გატარება უბრალოდ ჯოჯოხეთში მოუწევს. ამის გათვალისწინებით, ონიანი ზვიადაძისთვის არ და ვერ მოიცლიდა, მითუმეტეს, რომ მათ შორის კონფლიქტი დიდი ხნის წინ იყო და პრაქტიკულად ამოწურული გახლდათ", - ამბობს რუსეთში მოღვაწე  კრიმინალი "ვერსიასთან" საუბრისას.


"რაც შეეხება "ნოდარ რუსტავსკისთან" დაპირისპირებას საქმე კრასნოდარის მხარეში გავლენის სფეროების გადანაწილებას ეხებოდა. ზვიადაძე თურქეთში სწორედ ასოიანის სანახავად ჩავიდა. მათი შეხვედრის ორგანიზება თურქეთში მყოფ გავლენიან ქურდებს, მინდია გორაძეს (იგივე ლავას ოღლი) და ნადირ სალიფოვს (იგივე გულუ) უნდა მოეხდინათ, მაგრამ შეხვედრა არ შედგა - ზვიადაძე ქუჩაში დაცხრილეს.  ასოიანმა იცოდა, რომ გიას ვერც სიტყვით აჯობებდა და ვერც საქმით. ამასთან ერთად, მან ისიც იცოდა, რომ მტყუანი იყო და დიდი ალბათობით, ამ შეხვედრის შემდეგ, ქურდის ტიტულსაც დაემშვიდობება. რჩებოდა ერთადერთი გზა, ზვიადაძე უნდა მომკვდარიყო და აკი მოკლეს კიდეც. როგორც მე ვიცი, თურქეთში ჩასული ზვიადაძე მეგობრებმა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილეს, მაგრამ მან არ თუ ვერ დაიჯერა ის, რომ ასოაიანი ამდენს გაბედავდა", - ამბობს წყარო.


"ზვიადაძეს ქურდულ ობშიაკში უზარმაზარი თანხები შეჰქონდა, იმდენად დიდი თანხები შეჰქონდა, რომ ბვრი კანონიერი ქურდს აეშალა საღერღელი კრასნოდარის მხარეზე. მათ შორის იყო ასოიანიც, რომელმაც ერთ მცირე ტერიტორია მოითხოვა, შემდეგ ნხევარი კრასნოდარი, ბოლოს კი გადაწყვიტა ზვიადაძე მას ხელს უშლიდა  და კონფლიქტიც აქედან დაიწყო. ჩემი აზრით, ასოიანს ტიტულის გარეშე დატოვებენ და ძალიან მეეჭვება, ქუთაისელმა ქურდებმა ეს ზვიადაძის სისხლი შეარჩინონ. ეს მათი ღირსებების საქმეა და ასოიანი კი არა, ვინც არ უნდა იყოს, გიას მკვლელს აუცილებლად დასჯიან", - აღნიშნავს კონფიდეციალური წყარო.


"ნამდვილად ვერ გეტყვით ექნება თუ არა ამ ამბავა ასეთი გაგრძელება, როგორც კრიმინალები ვარაუდობენ, მაგრამ ფაქტია, რომ ზვიადაძის მკვლელობა ყველაზე მეტად სწორედ "ნოდარ რუსტავსკის"აწყობდა.  კრიმინალურ წრეებში იმასაც ამბობენ, რომ ასოიანს კიდევ ერთი რუსთაველი კანონიერი ქურდის ბავშვის მეგობრის, ლაშა შუშანაშვილის იმედად არის და ფიქრობს, რომ საფრთხის შემთხვევაში სწორედ შუშანაშვილიდ დაიფარავს. თუმცა თუ მას ზვიადაძის მკვლელობა დუმტკიცდა, შუშანაშვილი კი არა, ვერავინ დაიფარავს, რადგან ქურდულ კარაბადინში ავტორიტეტის მკვლელობა უპატიებელი შეცდომაა. ეჭვი გვაქვს გაგრძელება იქნება და ვინძლო, ამ ამბავს მხოლოდ ერთი ქურდი გადაჰყვეს", - ასკვნის გამოცემა.

წყარო: ვერსია