"მამა ხელში ჩამაკვდა, ორი თვე შოკიდან ვერ გამოვდიოდი"

  • თბილისელები
  • 18 აპრილი 10:44, 2018 წელი

მომღერალი ბორის ბედია ჟურნალ თბილისელებთან მისი ცხოვრების ერთ-ერთ რთულ მომენტს იხსენებს:

"21 წლის ვიყავი, როცა ყველაზე რთული პერიოდი დადგა ჩემს ცხოვრებაში, მამა გარდამეცვალა. მის ამქვეყნიდან წასვლას შინაგანად ვგრძნობდი – რაღაცნაირად ვშფოთავდი, ვბორგავდი. ვხვდებოდი, რაღაც ცუდი მელოდა და ახდა – წამში ხელში ჩამაკვდა. ეს ყველაზე დიდი დარტყმა იყო ჩემთვის. მთელი ორი თვე შოკში ვიყავი. დეპრესია და წარუმატებლობა ვერ დამამარცხებს და დამაგდებს, მაგრამ, მამის წასვლის შემდეგ ვხვდები, დიდი ძალა გამომეცალა. ზოგადად, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი დაუგეგმავად და გაუაზრებლად მოდის", - ამბობს ბედია.

წყარო: თბილისელები