რატომ ეწყება ადამიანს უძილობა ?

  • თბილისელები
  • 18 აპრილი 10:36, 2018 წელი

წარსულსა და მომავალს შორის არსებობს აწმყო, ანუ დროის ის მონაკვეთი, რომელშიც ამჟამად ვიმყოფებით. ბევრი სწორად არ აფასებს დღევანდელ დღეს და ამაში, ცდება.

ყოველი წამი და წუთი უნდა გამოიყენოთ და მოარგოთ ის საკუთარ ცხოვრებას, რათა გახდეთ უფრო წარმატებულები.

არცერთი ფაქტი თუ მოვლენა შემთხვევით არ ხდება. ის კოსმოსშია გაწერილი და დაგეგმილი. ამიტომ, ვინც აწმყოს ყურადღებას არ აქცევს და სწორად ვერ აღიქვამს დროს, ასეთი ადამიანები, ასეთი ცხოვრების წესით, საკუთარ კარმას კეტავენ და აბინძურებენ.

თუ ვერ გაგირკვევიათ, რის მიღება არ გსურთ ან რას გაურბიხართ ცხოვრებაში, კარგად დაფიქრდით და ირგვლივ ყურადღებით მიმოიხედეთ. თუ, ეს რაღაც უკვე თქვენი ცხოვრების რეალური ნაწილია, მისი მიღება მაინც მოგიწევთ და კოსმოსს თქვენ ვერ შეეწინააღმდეგებით. უმჯობესია, ეს ახლავე გააკეთოთ და არ დაელოდოთ მომენტს, სანამ, რამე მოხდება. ნუ მოსწყდებით სინამდვილესთან კონტაქტს, თუ არ გსურთ, საკუთარ სხეულთან ჰარმონია დაარღვიოთ. დროის შეჩერება შეუძლებელია, სამაგიეროდ, მისი აღქმის შეცვლა შეგვიძლია. ნურც გუშინდელ დღეს დაივიწყებთ და ნურც, მხოლოდ ხვალინდელზე იოცნებებთ. შეიგრძენით ყოველი წამი, ყური დაუგდეთ, რას გვთავაზობენ ყოველდღიურად ვარსკვლავები, გაითვალისწინეთ მათი პროგნოზები და რჩევები. დაიზღვიეთ თავი და ნეგატიურ დღეებში მეტად ფრთხილი და წინდახედული იყავით. ამით საკუთარ თავსაც დაეხმარებით და ყოველი დღე, საათი, წუთი და წამი თქვენთვის გაცილებით სასიკეთო და წარმატებული აღმოჩნდება.

ბევრი ადამიანი უჩივის, თვის გარკვეულ დღეებში სისუსტეს, გაღიზიანებას, უძილობას, მგრძნობელობის მომატებას, შრომისუუნარობას. ამისგან თავის დასაღწევად, მარტივი, მაგრამ, აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები უნდა შეასრულოთ. მაგალითად, თუ სავსე მთვარეა, საძინებელი ოთახი დააბნელეთ, რადგან შესაძლოა, მთვარის ნათებიდან წამოსული ენერგია, ძილთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზად იქცეს. უგუნებობას, გაღიზიანებასა და უძილობას თავს ადვილად დააღწევთ, თუ სავსე მთვარის პერიოდში, მწარე და ცხიმიანი კერძებით ვახშმობის ნაცვლად, მსუბუქად დანაყრდებით. ასე ორგანიზმს ადუნებთ, ამშვიდებთ და ღამის მშვიდი ძილისთვის ამზადებთ. სავსე მთვარის დღეებში კარგია კონტრასტული აბაზანების მიღება, რაც ამ ასტროლოგიურად რთულ დღეებში, სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

მთვარის შევსებამდე სხეულში აქტიურად მიმდინარეობს ცხიმების დაგროვება. ამიტომ, უმჯობესია ამ დროს, წვენებით ან ხილით განტვირთვის დღეები მოიწყოთ.

სავსე მთვარის დროს იმატებს თავის ტკივილი, უძილობა, დისკომფორტი, საერთო სისუსტე და გაღიზიანება. ზოგადად, ამ პერიოდში, ადამიანის ჯანმრთელობა შესუსტებულია და ამიტომ უმჯობესია, მოერიდოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, ახალი საქმის დაწყებას, პროლემების მოგვარებას. გირჩევთ, ასეთ დღეებში, თავი აარიდოთ უსიამოვნო ხალხთან კონტაქტს, მეტი დრო სახლში დაჰყოთ და დაისვენოთ.

წყარო: თბილისელები