ასეულობით უზარმაზარმა ზვიგენმა აშშ-ის სანაპიროსთან თავი მოიყარა

  • ახალი თაობა
  • 17 აპრილი 10:49, 2018 წელი

უზარმაზარმა ზვიგენებმა ჯგუფებად დაიწყეს თავმოყრა აშშ-ის სანაპიროსთან და მათი რაოდენობა ასს აღემატება. 

ამ სახეობის წარმომადგენლების დიდი რაოდენობით თავმოყრა შენიშნეს თვითმფრინავიდან, როდესაც ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში იშვიათი სამხრეთული ვეშაპების საძიებოდ ხორციელდებოდა ფრენა.  1980 წლიდან 2013 წლამდე უზარმაზარი ზვიგენების გუნდი 10-ჯერ იქნა აღმოჩენილი აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში, ახალი შოტლანდიიდან ლონგ-აილენდამდე. 


უზარმაზარი ზვიგენი თავისი ზომით თევზებს შორის მეორე ადგილზეა და მხოლოდ ვეშაპისებრთა ზვიგენს ჩამორჩება. 


ცნობილია ცალკეული ეგზემპლარები, რომელთა სიგრძე 9 მეტრს აღწევს. ისინი პლანქტონით იკვებებიან და ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. 

წყარო: ახალი თაობა