მილიონობით ჯარიმის ჩამოწერა ინვესტიციების სანაცვლოდ

  • რეზონანსი
  • 10 აპრილი 11:40, 2018 წელი

დაჯარიმებულმა ნავთობკომპანიებმა და სახელმწიფომ მორიგების გზა აირჩიეს. კონკურენციის სააგენტოს მხრიდან ნავთობიმპორტიორთა საქმის ხელახალი შესწავლა ბადებს ეჭვს, რომ მხარეები გარკვეულ შეთანხმებაზე წავიდნენ.

ჯერჯერობით ამაზე ღიად არავინ საუბრობს, თუმცა კულუარული ინფორმაციით, დაწესებული ჯარიმები მინიმუმამდე შემცირდება ან სულაც ჩამოიწერება, რის სანაცვლოდაც კომპანიებს გარკვეული ინვესტიციების განხორციელებას მოსთხოვენ.

წყარო: რეზონანსი