"ვწუხვარ რომ ამ "იუმორით განთქმულ" ქვეყანაში, არც ისე ადვილი ყოფილა ხუმრობა" - ნინია კაკაბაძე

  • 8 აპრილი 14:42

"გამოჩნდა რომ ფეიკ ნიუსებზე, კიდევ და არა ერთი ტრეინინგია ჩასატარებელი" - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლადარჩეული წევრი ნინია კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

"- მოკლედ ჩემო მეგობრებო, ვწუხვარ რომ ამ "იუმორით განთქმულ" ქვეყანაში, არც ისე ადვილი ყოფილა ხუმრობა"
- ვწუხვარ, რომ სინამდვილეში არავის სწამს პრინციპების და ფიქრობენ რომ "იმან" (ამ შემთხვევაში მნივნელობა არა აქვს, "ის" რომელი იქნება) თუ დაგიძახა, მაშინვე გავარდები.
- მიხარია, რომ გინდათ ისეთი პატრიარქი, რომელიც ოპონენტს დაელაპარაკება, ეტყვის რომ კრიტიკას არ კრძალავს და პირიქით უხარია. მეც მინდა ქვეყნისთვის ასეთი სულიერი წინამძღოლი :)
- გამოჩნდა რომ ფეიკ ნიუსებზე, კიდევ და არა ერთი ტრეინინგია ჩასატარებელი. ასე ავრცელებს რუსეთი და მისი დაქვემდებარებული მედია "ნიუსებს".
- და ბოლოს, ქრისტე მართლაც ჭეშმარიტად აღდგა და გაოგნებული გვიყურებს" - წერს ნინია კაკაბაძე.