"ტატუნაშვილი იმან მოკლა ვინც წლების წინ თავად ტყვეობიდან გაათავისუფალა"

  • სარკე
  • 28 მარტი 13:15, 2018 წელი

ჟურნალი "სარკე" დღევანდელ ნომერში, ოკუპანტების მიერ მოკლული თანამედროვე საქართველოს გმირის, არჩილ ტატუნაშვილის შესახებ, მისი ახლობლების მოგონებებს აქვეყნებს.

არჩილ ტატუნაშვილის ბიძაშვილი პაატა ტატუნაშვილი:


- ბავშვობა ერთად გვაქვს გატარებული. თავიდანვე ყველასგან გამორჩეული იყო. საოცრად ალალი გული ჰქონდა. ყოველთვის ვაჟკაცი იყო. შიში რა იყო საერთოდა არ იცოდა. არც ჩხუბისთავი იყო, მაგრამ სადაც საჭირო იყო უკან არ იხევდა. მთელ ნათესაობასა და სამეგობროს მაგის იმედი ჰქონდა. როგორც რამე მოხდებაოდა მაშინვე ყველა აჩიკოსთან გარბოდა. სულ ამბობდა ნეტავ, მომეცეს უფლება, 5-6 ბიჭი ავირჩიო  შევიდე და გავათავისუფლო ჩვენი ტერიტორიო. თვითონ ისეთი ძლიერი იყო, ფიქრობდა 5-6 ბიჭი ეყოფოდა მტრის განადგურებას.


დავით ქაცარავა არჩილ ტატუნაშვილზე.


"საოცარი სიძლიერის ყოფილა. თურმე 10-15 ადამიანთან შეეძლო გამკლავება. ბადალი არ ჰყოლია ჩხუბში და ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა. ჰყვებიან, რომ ისეთი ძლიერი იყო ფიზიკურად, ნებისმიერ ავტომანქანას ხელთ ატრიალებდა. საოცრად სამართლიანი ყოფილა. თუ ვინმეს ჩაგრავდნენ, არ შეიძლებოდა არ დახმარებოდაო. ისეც მომხდარა რომ თავისი მეგობრების მხარეს უჩხუბია და როცა გაუგია, რომ მისი მეგობრების ბრალი იყო ჩხუბის დაწყება თავისი მეგობრები გაუმტყუვნებია და ბოდიშიც მოუხდია. ბოდიშის მოხდა რომ არ გეხამუშება ესეცვაჟკაცობის ნაწილია.


2008 წლის ომამდე არჩილი ოსებს დაუტყვევებიათ და ცხინვალში მიჰყავდათ, მაგრამ მას მოუხერხებია ოსების განიარაღება  და პირიქით, აქეთ, ჩვენსკენ წამოუყვანია ისინი. აუყრია იარაღი, კარგად მოუქოთავს და მერე გაუშვია. უთქვამს, არ მოგკლავთ და იცოდეთ, რომ ჩვენ, ქართვეები მტრის მიმართაც გულმოწყალენი ვართო. ამ ამბებს ყვებიან მეგობრები და ნათესავები. ერთ-ერთი ვერსიით, ამ გაშვებულთაგან ერთ-ერთია ზუსტად მისი მკვლელი.


არჩილ ტატუნაშვილის მეგობარი ლევან შერმადინი:


"მუხათგვერდში ხშირად ადიოდა აჩო, სანთლებს სანთლებს დაუნთებდა და უცბად მოტრიალდებოდა ხოლმე, ბევრჯერ უთქვამთ, დაიმახსოვრეთ, აქ ერთი ადგილი ჩემიაო. ოცნება აუხდა. თავის ძმებს ჩაეხუტა".


22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. 26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა. ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.

წყარო: სარკე