"იტალიაში ქართველი ემიგრანტის გაჭირვებაზე ისევ ქართველები ითბობენ ხელს"

  • სარკე
  • 21 მარტი 17:27, 2018 წელი

იტალიაში მყოფმა ქართველმა ემიგრანტმა ლელა თოლორდავამ ჟურნალ "სარკესთან" ქართველი ემიგრანტების ყოფაზე ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.


_ ბევრი ქართველია ჩასული იტალიაში?


იმაზე მეტი ქალია ჩასული ვიდრე მოთხოვნაა. თვეები ელოდებიან სამსახურს და ვალები ედებათ. როცა ჩადიხარ, ცოტა თანხა გაქვს. დამსაქმებელი წინასწარ იღებს ორი კვირის გადასახადს. მერე კი საქართველოდან უგზავნიან ან ერთმანეთისგან სესხულობენ და ვალებში არიან. მე რომ ცუდი დამსაქმებელი შემხვედროდა, ვეღარ დავბრუნდებოდი ჩემს შვილებთან.


_ რა ხდება ასეთი?


_ ჩადიხარ თუ არა დამსაქმებელი საბუთებს გართმევს და მასზე ხარ დამოკიდებული - უნდა დაგასაქმებს უნდა არა და მასზე ხარ დამოკიდებული - მისი მონა ხდები. როგორც ჩვენთან არის ერთმანეთის გადაგდება გაუტანლობა და ა.შ. იქ აღმატებულ ხარისხშია, იცით როგორი განწყობაა შენ ვის მერეც ხარ ჩასული იმ ქართელს უნდა დაემორჩილო. ყველა, ვისაც სხვა გზა არ აქვს და სამუშაოდ მიდის იტალიაში მოვუწოდებ გაერკვას რისი უფლება აქვს მას დ არავის ანდოს პასპორტი.


_ თუ პასპორტი არ მიეცი ამ ე.წ. დამსაქმებელს, ვერც დასაქმდები?


_ დამსაქმებლის მიერ ნაქირავებ სახლში ცხოვრებისას ვალი რომ დაგედო, თუ ის ფული არ გადაუხადე, არ გაგიშვებს. ამიტომაც იტოვებენ პასპორტებს. მან უნდა დაგასაქმოს რადგან ფული გაქვს გადახდილი. პასპორტი არაფრით უნდა მისცე. აქედანვე უნდა შეუთანხმდე, რომ პასპორტს ვერ მისცემ, თუ არა 21-ე საუკუნეში მონა ხდები. სხვის გაჭირვებაზე ისევ და ისევ ქართელები ითბობენ ხელს.


_ იტალიაში ქართველები მხოლოდ მომვლელებად მუშობენ, უკეთეს სამსახურს ვერ შოულობენ?


_ მომვლელისა და დამლაგებლის ადგილია მხოლოდ. ვინც ენას კარგად ისწავლის, სხვა სამსახურიც შეუძლია იშოვოს, მაგრამ ამას წლები უნდა. შეიძლება მაღაზიაში გამყიდვლად იმუშავოს ან სილამაზის სალონში, მაგრამ ამას წლები უნდა.


_ თხოვდებიან ქართველები იტალიელებზე?


_ რა თქმა უნდა. ზოგი ისე თხოვდება იქ საქართველოში მყოფმა ქმარმა, რომც არ იცის ამის შესახებ. ასეთ ქმრებს ასე უნდათ! 10-15 წელი რომ ცოლს გაუშვებ და მის ხარჯზე ცხოვრობ კარგი მანქანა გყავს და საყვარლები აბა რას ელოდები?! სიყვარულს მოკლებული ქალი თუ ვიღაცისგან სითბოს იგრძნობს, უარს რატომ იტყვის?


 


 

წყარო: სარკე