"სამჯერ ვიყავი ორსულად და არც ერთი დასრულდა კარგად"

  • სარკე
  • 21 მარტი 16:48, 2018 წელი

მომღერალი სოფო ბედია და ახალგაზრდა პოლიტიკოსი მიშა მესხი უკვე 5 წელია ერთად არიან. ისინი დიდი იმედით ელოდებიან, როდის აუსრულებს ღმერთი სანუკვარ საჩუქარს.

_ რა ფაზაში გადავიდა თქვენი ცოლ-ქმრობა?


_ მე-5 წელი დაიწყო, რაც ერთად ვართ. იანვარში ცოლ-ქმრობის 3 წელი შეგვისრულდა და ყოველდღიურად უფრო გვიყვარს ერთმანეთი. ბედნიერი ვარ, რომ მიშა ავირჩიე. ძალიან მაგარი ქმარი მყავს, ძალიან ვუყვარვარ და ძალიან მიფრთხილდება. იუმორით, ურთიერთგაგებით ვავსებთ ერთმანეთს.


_ ახლა გაორმაგდებოდა კითხვები, შვილი, როდის უნდა გააჩინო.


_ ასეა, რაც ძლიან მაღიზიანებს. მეც და მიშასაც ძალიან გვიყვარს ბავშვები. ძალიან გვინდა გვყავდეს საერთო შვილი. ეს თემა ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის, რადგან სამჯერ ვიყავი ორსულად და არ ერთი დასრულებულა კარგად, თუმცა დარწმუნებული ვარ რომ საერთო შვილი აუცილებლად გვეყოლება.


_ რას დაარქმევდით თქვენი ცხოვრების ამ ეტაპს?


_ ბედნიერებას. უბრალოდ სრულყოფილ ბედნიერებას საერთო შვილი აკლია. 

წყარო: სარკე