დათო პანკისელის მკვლელი, სომეხი კანონიერი ქურდი ციხიდან გაუშვეს

  • ვერსია
  • 21 მარტი 16:10, 2018 წელი

ანდრანიკ საღოიანი ის კაცია, ვისაც ორიოდე კვირის წინ ოფიციალირად დაუმტკიცდა, რომ ქართველი კანონიერი ქურდი, დათო ალხანაშვილი - იგივე დათო პანკისელი მოკლა.

ალხანაშვილის მკვლელობა თურქეთში მოხდა და თურქმა სამართალდამცველებმა საქმე გახსნილად გამოაცხადეს, თუმცა სომეხი კანონიერი ქურდის დაკავება ვერ მოახერხდა.


როგორც ცნობილია, რამდენიმე კანონიერმა ქურდმა სოღოიანს სომხეთში ჩააკითხეს და კონკრეტული კითხვები დააუსვეს. მათ შორის ისიც, თუ რატომ არ აკავებს სომხური პოლიცია ქურდს, რომელიც ევროპის ყველა ქვეყანაში იძნებნება, ჩეხეთის პოლიციამ კი მას 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა სოხურმა მხარემ სოღოიანის ექსტრადირება მოახდინა და ერევნის ციხიდან ერთ კვირაში გაუშვა.


"რეალურად, ქურდებმა საღოიანს ვერაფერი უთხრეს, რადგან მან დაადასტურა, რომ სომხეთის ხელისუფლებასთან ითანამშრომლა. წესით ეს აკრძალულია, თუმცა საღოიანმა იქვე დაამატა - ზუსტად ისე ვითანამშრომლე, როგორც შაქრო კალაშოვმა რუსეთის ხელისუფლებასთან, როცა თანამშრომლობის სანაცვლოდ, რუსებმა კალაშოვი საქართველოში არ გამოაძევს. სადაც მას 18-წლიანი სასჯელი ელოდაო. ეს აქამდე ყურმოკვრით ვიცოდით, მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ სოღოიანს კალაშოვის გარემოცვასთან ძალიან ახლო კავშირები აქვს, დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ კალაშოვთან რუსმა სამართალდამცველებმა სწორედ საქართველოში ექსტრადირების თემით ივაჭრეს" - აცახადებს გაზეთ "ვერსიასთან" საუბარში, გამოცემის წყარო.


 


 


 

წყარო: ვერსია