თურქეთში "კანონიერი ქურდების" წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია იგეგმება!

  • ვერსია
  • 21 მარტი 14:44, 2018 წელი

თურქეთში "კანონიერი ქურდების" წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია იგეგმება! - ამ სათაურით გაზეთი "ვერსია" დღევანდელ ნომერში მასალას აქვეყნებს.

სტატიაში ნათქვამია, რომ  თურქეთის შს მინისტრმა ქართულ მხარესთან დასაჭერი ქურდების სია შეათანხმა.


"საპრეზიდენტო არჩევნების წინ, უფრო კონკრეტულად კი ზაფხულში, თურქეთში მასშტაბური სპეცოპერაცია იგეგმება, რომლის მიზანი მეზობელი ქვეყნიდან ქართველი კანონიერი ქურდების ჩამოყვანაა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ნადირობა გამოაცხადა, ქურდების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ თურქეთს აფარებს თავს და ამ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს სულეიმან სოილუს ვიზიტიც ამას უკავშირდება. ჩვენი ინფორმაციით, სოილუმ ქართულ მხარესთან დასაჭერი ქურდების სია შეათანხმა და ამ სიაში მისი მოთხოვნით, ყველაზე გავლენიანი ქურდი, ნადირ სალიფოვი, იგივე გული და მინდაია გორაძე, იგივე "ლავას ოღლი" არ მოხვდნენ. როგორც ამბობენ, ორივე მათგანი პირადად რეჯებ ტაიპ ერდორანის მფარველობით სარგებლობს და თურქეთის მთელი კრიმინალური სამყარო ხელში უჭირავთ, ანუ ამ ორი ადამიანის მეშვეობით, ერდოღანი კრიმინალს ფაქტიურად აკონტროლებს. მეორე მხრივ, სალიფოვისადა გორაძის დაჭერა-ექსტრადიცია არც ქართული მხარის ინტერესებში შედის", - წერს გამოცემა. 

წყარო: ვერსია