სასამართლოში, ლამარას არყის დიდი ოდენობით გამოხდაში ადანაშაულებენ, ხო და...

  • თბილისელები
  • 19 მარტი 22:52, 2018 წელი

ტელეფონზე მესიჯი გაუგზავნა ქმარმა ცოლს:
– საყვარელო, ლუდის ბარში ვარ, ძმაკაცებთან ერთად. ნახევარ საათში სახლში ვიქნები. თუ ვერ მოვასწარი, ეს მესიჯი ახლიდან წაიკითხე.

***


ცოლი:
– მე შენი კონკია ვარ? ვალაგებ, ვრეცხავ, ვაუთოვებ, საჭმელს გიმზადებ...
ქმარი:
– ხომ გითხარი, ძვირფასო, თუ გამომყვები ცოლად, ისე იცხოვრებ, როგორც ნამდვილ ზღაპარში-მეთქი?


***
ტიპი ოქროს თევზს დაიჭერს. თევზი ეუბნება:
– გამიშვი და ხუთ სურვილს შეგისრულებ.
– კი მაგრამ, შენ ხომ ყოველთვის სამ სურვილს ასრულებ?
– ზოგადად კი, სამს ვასრულებ, მაგრამ შენ რომ გიყურებ, ძაან დედა გაქვს მოტ...ი.


***
სასამართლოში, ლამარას არყის დიდი ოდენობით გამოხდაში ადანაშაულებენ.
– მოსამრთლევ, ვერ მიპოვეთ გამოხდილი არაყი და რატომ მადანაშაულებთ?
– აპარატი გიპოვეს, ქალბატონო ლამარა... ესე იგი, თუ აპარატი გაქვთ, შესაბამისად, გამოხდის საშუალებაც გექნებათ.
– მაშინ, ეგე, ჩემი მეზობელი შაქრო გაუპატიურებისთვის უნდა დასაჯოთ.
– შაქრო, რატომ?
– აპარატი იმასაც აქვს, ბატონო, მაგრამ იყენებს?


***
ცოლ-ქმარმა მაგრად იჩხუბა. ქმარმა გამოაღო კარადა, გამოიღო საყვარლის ფოტო და ცოლს ეუბნება:
– აი, ეს არის ჩემი ცხოვრების პირველი „სკრიპკა“.
ეცა ცოლი მაგიდის უჯრას, გამოიღო ფოტოების დასტა და ცხვირწინ აუფრიალა:
– ესენი კიდე, ჩემი ცხოვრების „ორკესტრია!”

წყარო: თბილისელები