"ამ ქვეყანაში ცხოვრობენ არამართლმადიდებლებიც - სექსი კრიმინალი არ არის"

  • თბილისელები
  • 19 მარტი 13:19, 2018 წელი

თამარ მეფის, ქართლის დედისა და დავით აღმაშენებლის გამოსახულებიენმა პრეზერვატივებმა, რომელსაც კომპანია "აიისა" უშვებს, ძლიან დიდი უკმაყოფილება  და ვნებათაღელვა გამოიწვია.

საზოგადოებამ ის რელიგიურ და ეროვნულ შეურაცხყოფად მიიღო. ამასთან დაკავშირებთ, კომპანიის დამფუძნებელი ანანია გაჩეჩილაძე კომენტარს ჟურნალ "თბილისელების" დღევანდელ ნომერში აკეთებს.


_ ეს არის მონარქთა კოლექცია, რომელშიც არავითარი აქცენტი არ არის წმინდანებზე. საქმე ისაა, რომ თამარ მეფე არის მონარქი, ის არის ერისკაცი და არა რელიგიური ფიგურა.


_ თუმცა, თამარ მეფე წმინდანდ რაის შერაცხული და ამიტომ მიიღეს ეს სარწმუნობეის შეურაცხყოფად.


_ თამარ მეფე იყო მონარქი, რომელიც ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. მგონია, რომ მონარქის დანიშნულება ერისკაცობაში ყოფნაა. ერიც და ბრეიც თავი დროზეც და ახლაც განსხვავდებოდნენ ერთმენეთისგან. ამ ქვეყანაში ცხოვრობდნენ არამართლმადიდებელი ადამიანებიც, რომლებიც ქართველები არიან და საქართველოს ისტორია მათაც ზუსტად ისევე ეხებათ, როგორც მართლმადიდებლებს. ისტორიუელი პერსონა არ შეიძლება მხოლოდ მართლმადიდებლების კუთვნილება იყოს. სექსი არ არის დანაშაული, ეს კრიმინალი არ არის. მით უმეტეს პრეზერვატივი ჯანმრთელობის დაცვისა და ზედმეტი პრობლემების თავიდან ასაცილებლადაა. ხალხს პრეზერვატივი შეურაცხყოფა ჰგონია, თორემ ის კი არა, რომ ზედ დავითი და თამარ მეფე ახატია.

წყარო: თბილისელები