როგორ აფერხებს ადამიანი საკუთარი შემოსავალს?

  • თბილისელები
  • 15 მარტი 18:19, 2018 წელი

სხვა გარემო ფაქტორებთან ერთად, სიღარიბის მიზეზებს არასწორად შერჩეული საფულე განაპირობებს. სწორად შერჩეული საფულე კი, კარგი მატერიალური შემოსავლის საწინდარია.

ფერი, ფორმა, მასალა და სხვა ნიუანსები, რომლის მიხედვითაც საფულეს არჩევთ, განაპირობებს იმას, თუ რა ოდენობის თანხას გამოიმეტებს თქვენთვის კოსმოსი. ასე რომ, უმჯობესია, ძველი საფულე ახლით ჩაანაცვლოთ და მოემზადოთ უფრო მეტი შემოსავლის მისაღებად.


ასტროლოგიურად არსებობს ფერები ფულსა და სიმდიდრეს რომ იზიდავს. ესენია: ყვითელი და ყვითლის ყველა ელფერი, შავი, ყავისფერი, ზოგადად, მიწისა და ნებისმიერი ლითონის ფერი, ოქროსფერი და ვერცხლისფერი. ნაკლებად შეაჩერეთ არჩევანი შემდეგ ტონალობებზე: წყლის ფერებზე, როგორიცაა: ლურჯი, ღია ცისფერი, მომწვანო-შაბიამნისფერი და, ასევე, წითელსა ან ნარინჯისფერზე. ამგვარი საფულიდან ფული მომენტალურად „ქრება”. საფულე აუცილებლად უნდა იყოს ტევადი და სასურველია, ჰქონდეს რამდენიმე შიდა ჯიბე. ასევე, უნდა იყოს, ბუნებრივი მასალისგან დამზადებული.
რა საქმიანობითაც უნდა იყოთ დაკავებული, აუცილებლად იქონიეთ რესპექტაბელური საფულე. ბავშვური ნახატებით ან აპლიკაციებით გაფორმებული, „არასერიოზული” საფულე ვერ მოიტანს დიდ ფინანსებს.
არსებობს, ეგრეთ წოდებული, „ფულის მოსაზიდი” ჩინური თილისმა, რომელიც ერთმანეთზე გადაბმული სამი მონეტისგან შედგება. ამგვარი თილისმის ყიდვა მაღაზიებშიც შეიძლება გამზადებული სახით, მაგრამ აჯობებს, თავად დაამზადოთ ის და საფულით მუდამ თან ატაროთ ფულთან ერთად. ასევე, სასარგებლო ამულეტია საფულით ყურძნის, მწვანე ჩაის ან პიტნის გამოსახულებით ფოტოს ან ნახატის ტარება. ამ მცენარეებს შეუძლია საკმაოდ სოლიდური თანხის მოზიდვა თქვენკენ. სასურველია, საფულით ატაროთ „ბედნიერი მონეტა” - პირველი ხელფასიდან, საუკეთესო მეგობრის მიერ ნაჩუქარი ან წარმატებული საქმიანობიდან შემორჩენილი ხურდა ფული. ლატარიაში ან აზარტულ თამაშებში მოგებული, ნაპოვნი ან არცთუ პატიოსანი გზით ნაშოვნი ფული, საფულეში არ უნდა გააჩეროთ, რაც შეიძლება, სწრაფად დახარჯეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი თანხა, თქვენს სამომავლო შემოსავალსაც „დააავადებს” და ვერასდროს გამოასწორებთ ფინანსურ მდგომარეობას.


თუ საფულემ „პეწი” დაკარგა, გაიხა, გაუფუჭდა ელვა-შესაკრავი, გაჩნდა ნახვრეტი რომელიმე ჯიბეში - ეს პირველი ნიშანია იმისა, რომ მალე თქვენი მატერიალური შემოსავალი განახევრდეს. ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად შეიძინეთ ახალი საფულე, ძველი კი სანაგვეში გადააგდეთ. მისი შენახვა, თუნდაც სასიამოვნო რელიკვიის სახით (ვთქვათ, იგი ახლო მეგობარმა ან საყვარელმა ადამიანმა გაჩუქათ), კატეგორიულად იკრძალება.


ზოგადად, გარშემო ყველაფერს აქვს ენერგია და ეს ფულსაც ეხება. ფული გრძნობს ადამიანის მისადმი დამოკიდებულებას. ამიტომ, როგორც ყველაფერი სამყაროში, ფულიც იმისკენ მიილტვის, ვისაც უყვარს და იცის მისი ფასი, ლამაზადაც კეცავს და ხშირადაც ითვლის. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ თუ ხშირად წუწუნებთ უფულობაზე, ან, ტრაბახობთ რომ საფულეში ფული სულ გაქვთ, ამით მის ენერგიას ასუსტებთ.

წყარო: თბილისელები