ასკილი – სეზონის უებარი წამალი

  • თბილისელები
  • 14 მარტი 16:13, 2018 წელი

ასკილი ვიტამინების ბუნებრივი კონცენტრატია. რბილობი ანუ ასკილის ნაყოფი შეიცავს C, B2 და B1, A პროვიტამინს; K და P ვიტამინებს. თესლი კი – E ვიტამინს.

ხალხურ მედიცინაში ასკილის ნაყოფს იყენებენ კუჭის, თირკმელების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს. ის აძლიერებს ქსოვილის რეგენერაციის უნარს, ჰორმონების სინთეზს, ამცირებს სისხლძარღვთა განვლადობას, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ნაღველმდენი და დიურეზული (შარდმდენი) თვისებები.


ასკილი ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას. რეგულარული მოხმარების შემთხვევაში, შლის და ქვიშად აქცევს კენჭებს ნაღვლის ბუშტში.


გარდა ამისა, გამოიყენება ჰიპოვიტამინოზის (ვიტამინების ნაკლებობა) დროს; ასტიმულირებს სასქესო ჯირკვლების მოქმედებას; გამოიყენება საშვილოსნოდან სისხლდენების დროს; აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები; გამოიყენება მალარიის საპროფილაქტიკოდ; ძვლების მოტეხილობის შემდგომ პერიოდში, ძვლის აღდგენის დასაჩქარებლად; ასკილის ნაყენის ხანგრძლივი გამოყენება ამარცხებს ტუბერკულოზს.
ინფექციური დაავადებებისა და ვიტამინების ნაკლებობის დროს დაამზადეთ ასკილის ნაყენი შემდეგნაირად: 2 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ გამომშრალ ნაყოფს დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი. ადუღეთ 15 წუთი დაბალ ცეცხლზე. შეფუთეთ და გააჩერეთ ღამით, შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ თაფლთან ერთად დღის განმავლობაში.


ასკილის ნაყოფის ნაყენი გამოიყენება თავის ტვინის სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, აგრეთვე თირკმელებში მიმდინარე ანთებითი პროცესის ჩასაცხრობად. ნაყენის მომზადების წესი ასეთია: 20 გრამ დანაყილ ნედლეულს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 12 საათი დააყოვნეთ თერმოსში. შემდეგ გადაწურავენ და დღეში სამჯერ, ნახევარ ჭიქა მიირთვით.
ასკილის ნაყენს იყენებენ სხვა სამკურნალო მცენარეებთან ერთადაც, მაგალითად: კუნელის, გარგარის ჩირის ნახარშთან ერთად. პოდაგრის სამკურნალოდ ასკილის ნახარშს ვაშლის ჩირის ნახარშთან ერთად სვამენ, რაც ორგანიზმიდან მარილების გამოდევნას უწყობს ხელს.


ასკილის ნახარში რეკომენდებულია იმუნური სისტემის მოსაძლიერებლად და მავნე ეპიდემიოლოგიურ ფაქტორთა ზემოქმედებისგან ორგანიზმის დასაცავად. ამისათვის, ერთი სადილის კოვზი გამომშრალი ნაყოფი უნდა დაფქვათ, დაასხათ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 5-10 წუთს ადუღოთ, 2-3 საათს დააყენოთ და გადაწუროთ. ამ წესით მომზადებული ნახარში უნდა მიიღოთ დღეში 3-4-ჯერ, 1/4 ან ნახევარი ჭიქის ოდენობით.


ანემიის, ორგანიზმის დასუსტების, განლევის შემთხვევაში, აგრეთვე, პოსტოპერაციულ პერიოდში, რეკომენდებულია ასკილის ახალდაკრეფილი (ნედლი) ნაყოფის დიდი ოდენობით მიღება, ანდა 1/4 ან ნახევარი ჭიქა ნაყენის დალევა დღეში 2-3-ჯერ.


10 გრამი (1 სადილის კოვზი) ნაყოფი მოათავსეთ მინის ქილაში და დაასხით 200 მილილიტრი (ერთი საშუალო ზომის ჩაის ჭიქა) ახალადუღებული წყალი. შემდეგ თავდახურული ქილა ჩადგით მომინანქრებულ ქვაბში და დაასხით მდუღარე წყალი იმდენი, რომ ქილაში არსებულ სითხეს გაუთანაბრდეს. დადგით ნელ ცეცხლზე და 15 წუთი ადუღეთ. ამოიღეთ ქილა ქვაბიდან და 45 წუთი ოთახის ტემპერატურაზე გააგრილეთ. მიღებული ნაყენი დოლბანდის 2-3 შრეში კარგად გაწურეთ. თუ დუღილისას ნაყენი აორთქლდა და გაწურვის შემდეგ 200 მილილიტრზე ნაკლები იყო, ადუღებული ნელთბილი წყლით ისევ 200 მილილიტრამდე შეავსეთ (ძირითადად, არ ორთქლდება ხოლმე).


ასკილი რკინის ამოუწურავი მადანია. მისი გამოყენება რეკომენდებულია მათთვის, ვისი ორგანიზმიც რკინის დეფიციტს განიცდის. გარდა ამისა, ასკილი ჩინებული ანტიოქსიდანტია – ორგანიზმიდან შლაკებსა და ტოქსინებს აძევებს.


ასკილის ნახარში ძალიან ეფექტურია იმუნური სისტემის გასაძლიერებლად გაციების დროს. ნაყენი შემდეგნაირად მოამზადეთ: ერთი სადილის კოვზი გამომშრალი ნაყოფი დაფქვით და 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. ადუღეთ 5-10 წუთი. 2-3 საათი გააჩერეთ და გადაწურეთ. ეს ნახარში შეგიძლიათ, მიიღოთ დღეში 3-4 ჯერ, 1/4 ან ნახევარი ჭიქა. ასკილის ნაყენი გამოიყენება თირკმელებში მიმდინარე ანთებითი პროცესების საწინააღმდეგოდ. ამისთვის, 20 გრამ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 12 საათი გააჩერეთ თერმოსში. შემდეგ გადაწურეთ. ეს ნაყენი შეგვიძლიათ, მიიღოთ 3-ჯერ დღეში.


ფარსმანდუკი გასტრიტის, შარდის ბუშტის ანთების, უმადობის სამკურნალოდ ფარსმანდუკი დასალევად იხმარება უმადობის, ფაღარათის დროს, პირის ღრუს ლორწოვანისა და ღრძილების ანთებისას – პირში გამოსავლებად, ბუასილის


დროს – უკანა ტანის აბაზანებისთვის. შეიძლება, დაინიშნოს დასალევად, საშვილოსნოდან სისხლდენის საწინააღმდეგოდ, ფიბრომიომის, ქალთა სასქესო ანთებითი დაავადების შემთხვევაში.
ნაყენი: 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ ნელ ცეცხლზე, გაწურეთ და პირში გამოივლეთ ან სვით 1-2 სუფრის კოვზი, დღეში 3-ჯერ. ფხვნილი: ბალახი აქციეთ ფხვნილად და წყალთან ერთად მიიღეთ 0,3 გრამი ჭამის წინ, დღეში 2-3-ჯერ. მიქსტურისა და ჩაის დასამზადებლად ფარსმანდუკის ნაკრები, აგრეთვე, სითხოვანი ექსტრაქტი შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქში. ექსტრაქტი დალიეთ 40-50 წვეთი, დღეში 3-ჯერ. ბუასილის დროს, აბაზანისთვის 2 სადილის კოვზი მშრალი ბალახი დააყენეთ 1 ლიტრ მდუღარე წყალზე, გააგრილეთ და ისე გამოიყენეთ.


ფარსმანდუკის გამონახარში კარგად მოქმედებს ქრონიკული გასტრიტისა და კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს (10-20 გრამი ბალახი ერთ ჭიქა წყალში 5-10 წუთი იხარშება, დალიეთ 1/2 ჭიქას დღეში სამჯერ, ჭამადე 15-20 წუთით ადრე, 25-30 დღის განმავლობაში) სვამენ, აგრეთვე, ექსტრაქტსაც (30-40 წვეთი 3-4 ჯერ დღეში) და ჩაის სახითაც. ხალხურ მედიცინაში ფარსმანდუკის ჩაი ყოველდღიური დიეტისათვის აუცილებელია.


მენსტრუაციის დროს, დიდი რაოდენობით სისხლდენისას, აიღეთ ფარსმანდუკი – 5 წილი, წიწმატურა – 5 წილი, მარწყვაბალახა – 5 წილი, მუხის ქერქი – 2 წილი. 1 სადილის კოვზი ნარევი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მილილიტრი (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური. დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 5 წუთი. შემდეგ გააჩერეთ 15 წუთი. გაწურეთ და დაასხით ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მილილიტრი) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. დალიეთ დილას და საღამოს თითო ჩაის ჭიქა.


კანის ჩირქოვანი დაავადების დროს აიღეთ 2 სადილის კოვზი ფარსმანდუკი, დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი, გაწურეთ. შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. ნაყენში დასველებული დოლბანდი დაიდეთ დაჩირქებულ ადგილას.


საშარდე ბუშტის ანთებისას რეკომენდებულია შემდეგი ნარევის ნახარში: 2 სადილის კოვზი ფარსმანდუკი, 2 სადილის კოვზი დათვის კენკრის ფოთლები. ეს ნარევი აიღეთ 2 სადილის კოვზი. დაასხით 2,5 ჭიქა ცივი წყალი და 5-7 წუთი ადუღეთ. ცეცხლიდან გადმოდგმიდან ნახევარი საათის შემდეგ, გაწურეთ. ერთი დღის განმავლობაში დალიეთ 4 ნაწილად.


ფარსმანდუკს ადგილობრივი სისხლდენის შესაჩერებლად იყენებენ (კბილიდან, ცხვირიდან, ჭრილობიდან და სხვა). 0,50-0,75-პროცენტიან სტერილური ნაყენი კი გამოიყენება ფილტვებისა და საშვილოსნოდან სისხლდენისას, ფიბრომისა და ანთებითი პროცესების, აგრეთვე, ბუასილური სისხლდენის, კუჭ-ნაწლავის კოლიტის, წყლულის, შარდგამომყოფი გზების ანთებითი დაავადებების შემთხვევაში.
ასევე, ხალხურ მედიცინაში გამოიყენება გულის არითმიის დროს, წვენის სახით – 20-30 წვეთი ერთ მიღებაზე.


შტოში – სიმსივნის წინააღმდეგ


შტოში არეგულირებს მადას და საკვების გადამუშავებას. აძლიერებს კუჭის წვენისა და კუჭქვეშა ჯირკვლის წვენის გამოყოფას. სასარგებლოა გასტრიტით დაავადებისა და ასევე, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთების დროს. აქვს შარდმდენი და ბაქტერიოციდული მოქმედება, სასარგებლოა პიელონეფრიტის დროს. შტოში შარდ-სასქესო სისტემას იცავს ინფექციებისგან. ხელს უშლის უჯრედებში ბაქტერიების გავრცელებას.
შტოში შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, აქვს ანტისიმსივნური და ანთების საწინააღმდეგო თვისება. მეცნიერები ხშირად ამტკიცებენ, რომ სიმსივნური დაავადებების მკურნალობის დროს შტოში საკვებ რაციონში ერთ-ერთი ძირითადი ინგრედიენტი უნდა იყოს. მიაჩნიათ, რომ შტოშის წვენი აფერხებს სიმსივნური უჯრედების ფორმირებას, ხელს უშლის მათ წარმოქმნას და გამრავლებას. შტოში შეიცავს კვერციტინს, რომელსაც შეუძლია ორგანიზმი დაიცვას სარძევე ჯირკვლისა და მსხვილი ნაწლავის სიმსივნისგან.


კუჭის აშლილობისას – 2 სადილის კოვზ შტოშს უნდა დავასხათ 2 ჭიქა ცხელი წყალი, წამოვადუღოთ ნელ ცეცხლზე 10 წუთით, გავაგრილოთ, გავწუროთ და მივიღოთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 4-ჯერ.
გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ შტოში აბრკოლებს პილორუსის ჰელიკობაქტერიის გამრავლებას, რომელიც კუჭის წყლულს იწვევს. თუმცა, კენკრა კარგია მხოლოდ პროფილაქტიკისთვის. თუ დაავადება უკვე ჩამოყალიბდა, მის მიღებას არ გირჩევთ. შტოში უკუნაჩვენებია, აგრეთვე, მაღალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ღვიძლის დაავადებების დროს.
შტოში შეიცავს ისეთ ეფექტურ ანტიოქსიდანტს, როგორიცაა ანთოციანები, რომელიც სამკურნალო თვისებებს ავლენს. ფენოლის ანტიოქსიდანტები არეგულირებს ქოლესტერინის დონეს, ამცირებს ათეროსკლეროზით დაავადების რისკს. შტოშის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერება – რეზვერატროლი ავლენს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებას, ახშობს სიმსივნური უჯრედების გამრავლებას. შტოში ქოლესტერინის დონეს ამცირებს და ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას, ინსულტისგან იცავს ტვინის სისხლძარღვებს. დამტკიცებულია, რომ შტოშის შემადგენლობაში არსებული ურსულისა და ოლეინის მჟავები აფართოებს გულის ვენურ სისხლძარღვებს, კვებავს გულის კუნთებს. შტოში ამცირებს სისხლში პროთრომბინის შემცველობას, აუმჯობესებს ელასტიკურობას, აძლიერებს სისხლის კაპილარებს. შტოში სასარგებლოა მაღალი სისხლის წნევის დროს, ამცირებს თავის ტკივილს,
გაციებისას – შტოშის წვენი კარგია გაციების პროფილაქტიკისთვის და სამკურნალოდ. აქვს სიცხის დამწევი ეფექტი, კლავს წყურვილს, გარდა ამისა, ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს, რაც ავადმყოფობისას გროვდება. ყელის ტკივილის დროს ძალიან კარგია თაფლით გაზავებული შტოშის წვენი. შტოში ამაღლებს იმუნიტეტს. აურიეთ ერთმანეთში 1 კილოგრამი კენკრა და დაჭრილი ვაშლი, 2 ჭიქა ნიგოზი და დაასხით 1 ჭიქა წყლისა და 2,5 კილოგრამი შაქრისგან მომზადებული სიროფი. წამოადუღეთ ნარევი ნელ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში და გადაიღეთ ქილებში. მიიღეთ 1 სადილის კოვზი ყოველ დილით და დააყოლეთ თბილი წყალი. შტოში ზრდის კაპილარების სიმტკიცესა და ელასტიკურობას, ამიტომ სპეციალისტები მის მიღებას გვირჩევენ ვარიკოზის დროს. შტოშის წვენისა და ჭარხლის წვენის ნარევი უხდება მაღალ წნევას. შტოშს, როგორც ცოცხალს, ისე გადამუშავებულს, ფართოდ იყენებენ გასტრიტისა და კოლიტის დროს. შტოში, მისი წვენი, სიროფი, კისელი და მურაბა აძლიერებს კუჭისა და პანკრეასის წვენის გამოყოფას. შტოში სასარგებლოა, ასევე, დაბალი მჟავიანობისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებისას.
ცნობილია, რომ შტოში აძლიერებს ანტიბიოტიკების მოქმედებას, ამიტომ, ის საუკეთესო დამატებითი სამკურნალო საშუალებაა ცისტიტის, ნეფრიტის, ქალური ანთებითი დაავადებების დროს. თუ ცისტიტი ხშირად გაწუხებთ, რეგულარულად მიიღეთ 2 სუფრის კოვზი შტოშის წვენი – დღეში ორჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ეს თავიდან აგაცილებთ ინფექციის გამწვავებას. ამ შესანიშნავი კენკრის ანტიბაქტერიული თვისებები არანაკლებ აღაფრთოვანებს სტომატოლოგებს. შტოში აფერხებს ბაქტერიების გამრავლებას, იცავს კბილებს კარიესისგან, ხოლო ღრძილებს – ანთებითი პროცესებისგან.

წყარო: თბილისელები