ბრიტანეთი – რუსი ოლიგარქებისა და ჯაშუშების თავშესაფარი, თუ პოლიტიკური სასაკლაო?

  • M2B
  • 14 მარტი 13:46, 2018 წელი

რუსეთის ყოფილი მზვერავის და მისი შვილის მოწამვლის შემდეგ, იგივე დიდ ბრიტანეთში მოკლული იპოვეს „აეროფლოტის“ ყოფილი ტოპ–მენეჯერი და ბორის ბერეზოვსკის თანამოაზრე ნიკოლაი გლუშკოვი.

ბრიტანული მედიის ცნობით, გლუშკოვს ყელის არეში სისხლჩაქცევები აღენიშნება. გლუშკოვის ნაცნობი კი ამბობს, რომ მას თავი არ ჩამოუხრჩია.


68 წლის გლუშკოვის გარდაცვალების შესახებ პირველი ინფორმაცია ფეისბუქზე ბიზნესმენმა დემიან კუდრიავცევმა გამოაქვეყნა. კუდრიავცევიც ცნობილ რუს ოლიგარქთან, აწგანსვენებულ ბორის ბერეზოვსკისთან მუშაობდა და საგამომცემლო სახლ „კომერსანტს“ მართავდა, რომელსაც ერთ დროს ბერეზოვსკი და მისი პარტნიორი, ასევე აწგანსვენებული ბადრი პატარკაციშვილი ფლობდნენ.


გლუშკოვის ადვოკატმა დაადასტურა მისი გლიენტის გარდაცვალება, თუმცა ფაქტის გარემოებები, მათ შორის გარდაცვალების ზუსტი თარიღი და დრო, არ იცის.


„კომერსანტი“ წერს, რომ გლუშკოვის ცხედარი მისმა ქალიშვილმა ლონდონის გარეუბანში მდებარე ბინაში აღმოაჩინა.


გამოცემის ცნობით, ცხედარს ყელზე მოგუდვის ნიშნები აქვს, თუმცა უცნობია, მან თავი ჩამოიხრჩო, თუ გაგუდეს.


სხვათაშორის, 2013 წლის მარტში ბორის ბერეზოვსკიც ჩამომხრჩვალი იპოვეს საკუთარ სახლში, ასევე ლონდონის გარეუბანში.


გლუშკოვის საქმეს ბრიტანეთის პოლიციის კონტრტერორისტული ქვედანაყოფი იძიებს. ძალოვანები ამბობენ, რომ მომხდარი ფაქტი სელსბერში რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი მაღალჩინოსნის სკრიპალის მოწამვლას არ უკავშირდება.


„იქ შემთხვევით რამე ნივთიერება ხომ არ აღმოაჩინეს? უნდა გავიქცეთ აქედან, თუ რა ვქნათ?“ – კითხა ჟურნალისტებს კლარენს–ავენიუს მშვიდი ქუჩის მაცხოვრებელმა და იმ სახლზე მიანიშნებდა, სადაც გლუშკოვის ცხედარი აღმოაჩინეს. ამ დღეებისთვის კითხვა ლოგიკურია.


ბერეზოვსკის სიძემ ეგორ შუპემ, რომელსაც ახლო ურთიერთობები ჰქონდა გარდაცვლილთან, ბი–ბი–სისთან ინტერვიუში აცხადებს, რომ გლუშკოვი არ ავადმყოფობდა. მან ფეხზე გაიკეთა ოპერაცია, რის შემდეგაც კარგად გრძნობდა თავს. „მე გამომძიებელი არ ვარ, მაგრამ ეს ყველაფერი უცნაურად გამოიყურება“, – აცხადებს შუპე.


ეგორ შუპეს თქმით, გლუშკოვის გარდაცვალების დღეს სასამართლოში „აეროფლოტის“ საქმეზე მოსმენები უნდა გამართულიყო, თუმცა საქმის მთავარმა ფიგურანტმა პროცესამდე ვერ მიაღწია.


გლუშკოვის გარდაცვალებას ასევე საეჭვოდ მიიჩნევს ბორის ბერეზოვსკის გარემოცვის კიდევ ერთი წევრი ალექსანდრე გოლდფარბი. „ეს ყველაფერი ძალიან უცნაურად გამოიყურება, რუს ორმაგ აგენტზე სერკეი სკრიპალზე თავდასხმის ფონზე“, – უთხრაგოლდფარბმა ბი–ბი–სის.



სტატიის გაგრძელება:


 

სრული ვერსიის ნახვა M2B